POLITICO: კაია კალასი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში საკუთარი როლის დამკვიდრებას ცდილობს, მას შემდეგ რაც ევროპელმა ლიდერებმა ის მომლაპარაკებელთა ძირითადი გუნდის მიღმა დატოვეს.

კალასი საკუთარ უფლებამოსილებას ევროკავშირის ხელშეკრულებებზე დაყრდნობით იცავს და აცხადებს, რომ ბლოკის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებსაც სურთ მოლაპარაკებებში უფრო პირდაპირი ჩართულობა.

„გადაშალეთ ხელშეკრულებები და წაიკითხეთ. ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე? ევროპაში კანონის უზენაესობა სწორედ ხელშეკრულებებს ეფუძნება. ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებლობას ვიღებ და მზად ვარ, ეს საქმეც შევასრულო“, - განაცხადა კალასმა.

უკრაინაში ომის დასრულების მიზნით აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის ფორმატზე რამდენიმეკვირიანი დისკუსიის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გასულ კვირას დუბლინში განაცხადა, რომ ევროპას მოლაპარაკებებში საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები წარმოადგენენ. პროცესში მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები. კაია კალასი ამ ჯგუფში არ მოხვდა.

აღნიშნული მიდგომა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ესპანეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.

„ევროპას ერთი ხმა სჭირდება. 27 მიკროფონით ვერ ვისაუბრებთ. ამისთვის გვჭირდება მკაფიო მანდატი და პროცედურები, რათა საერთო პოზიციაზე შევთანხმდეთ“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა.

როგორც მედია წერს, ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატის შეფასებით, კალასის მოლაპარაკებათა ჯგუფში არყოფნის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ მისი კრიტიკული პოზიციაა. მოლაპარაკებებში ჩართული სხვა წარმომადგენლების განმარტებით კი, კალასის არყოფნა უფრო მარტივი მიზეზით აიხსნება: მოლაპარაკებები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე მიმდინარეობს და არა საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელების მონაწილეობით. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო რაუნდებში არც მარკო რუბიო მონაწილეობდა და არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

ევროკავშირის დიპლომატების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პოლიტიკაში საგარეო საქმეთა მინისტრების როლის შემცირების უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია.

„ეს ფართო ტენდენციის ნაწილია, რომლის შეჩერებაც რთულია. სულ უფრო მეტ საერთაშორისო საკითხს, რომლებსაც ადრე საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ, ახლა პრემიერ-მინისტრები ან პრეზიდენტები წყვეტენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

მისი თქმით, ახლა კალასისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის მთავარი ამოცანაა, პროცესზე გავლენა შეინარჩუნონ და მოლაპარაკებებში გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ხედვა შეიტანონ მაშინაც კი, თუ მათ უშუალოდ არ იწვევენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794905136

ახალი ამბები

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ვი...

მარიამ ქვრივიშვილი:

1794903495

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე როდესაც ცდილობენ ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და აბსოლუტურად არადამაჯერებელია

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომ...

 თორნიკე ჭეიშვილი

1794902023

ახალი ამბები

ქვეშეთი-კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა - ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს

ქვეშეთი-კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხადის ხეობ...

✅ქვეშეთი-კობის გზა

1794901327

ახალი ამბები

გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან, ამასაც თავისი ახსნა აქვს, მათ რომ სიმართლე თქვან, სიმართლის თქმა ჩვენი სარჩელის აღიარებას გულისხმობს

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან“, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმ...

გიორგი კახიანი

1794900111

ახალი ამბები

გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135 წელი სრულდება

გალაკტიონ ტაბიძე ქართული პოეზიის/კულტურის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისმა შემოქმედებამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ქართული ენისა და მხატვრული აზროვნების შესაძლებლობები. 2026 წლის 17 ნოემბერს გალაკტიო...

გალაკტიონ ტაბიძე