კახა კალაძე – ფონიჭალიდან 28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი, შემდეგ ეტაპზე ვიქირავებთ მათთვის ბინებს, აუცილებლად მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება

28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი, შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, აუცილებელი მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება.

„საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს.  ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს, ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მათ და იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან.

როგორც გუშინ მოგახსენეთ, 28 ოჯახი, 143 ადამიანი დაკმაყოფილებულია, დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, აუცილებელი მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ, თუ ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა,  მუნიციპალიტეტი მზად არის, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლებს, ზოგადად, მედიკოსებს, ყველას მადლობა გადავუხადო. მადლობა სახანძრო სამაშველო ჯგუფს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომლებიც ამ მძიმე დროს ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ადამიანების სიცოცხლე შენარჩუნებულიყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795160539

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდ...

გუდაური(ფოსტა)-კობი

1795158716

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი ანტიდასავლური ნარატივი და არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე, ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებზე...

მაკა ბოჭორიშვილი:

1795157616

ახალი ამბები

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო, ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 2026 წლის 19 ნოემბერს ფონიჭალის დასახ...

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი

1795155388

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით,...

საქართველოს მთავრობა

1795154800

ახალი ამბები

„ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთნენ მართვაში“ - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლისა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვების მდგომარეობა

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის გოგონა ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. კვლევების შედეგად, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. ამა...

ექიმი - ექიმი