გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცზე: არა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, დიაგნოზი სერიოზულია

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ის კვლავ დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ამ წუთისთვის, მდგომარეობა უცვლელია. ვინარჩუნებთ სტაბილურობას, მედიკამენტური მკურნალობის ფონზე, თუმცა დიაგნოზი, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულია.

მას აღენიშნება 87%-იანი, მასშტაბური დამწვრობა - არა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე, გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რომელიც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795153475

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: სრულად აცდენილია ყოველგვარ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ფასეულობებს, როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოს საქმიანობაზე ზეწოლა

„სრულად აცდენილია ყოველგვარ იმ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ფასეულობებს, რომლებზეც აპელირება გვესმის ძალიან ხშირად, როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოს საქმიანობაზე ზეწოლა, საქმიანობაში ჩარევა, პოლიტიკ...

მაკა ბოჭორიშვილი

1795152389

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” გიორგი ზურაბაშვილის და მიხაილ გალუზინის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი, საქართვ...

მაკა ბოჭორიშვილი

1795152056

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის გაფართოება, პირველ რიგში, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე, ამ პროცესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოსთან დაკავ...

მაკა ბოჭორიშვილი

1795150620

ახალი ამბები

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი ზრდასრული მამაკაცი რჩება. ინგოროყვას კლინიკაში ორი მცირეწლოვანი - 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონაა მო...

ააა

1795122098

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მეექვსე გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვია, - ამი...

სულხან თამაზაშვილი