თენგიზ შარმანაშვილი: სიახლე ოპონენტების ქცევაში არაფერი იყო და არც ველოდებოდით, პასუხს სერიოზულად გასცემდნენ, რადგან მათ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ, შეცდომების დონეზეც კი არ აღიარებენ, არათუ დანაშაულს არ აღიარებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს ოპონენტებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები ვერ გასცეს.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, ისინი მუდმივად ცდილობენ მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანას.
„ჩვენ კითხვებზე არავითარი დამაჯერებელი პასუხი მათ არ გაუციათ და არც შეიძლებოდა ჰქონოდათ. შეუძლებელია ის დანაშაულები გაამართლო, ან შეალამაზო, რაც ბრალად არის მათთვის შერაცხილი და რომელიც მიმართულია მათი არაკონსტიტუციურად ცნობისაკენ. ამიტომ, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაეტანათ ყურადღება, ან არასრულად და შემოვლითი გზებით ეპასუხათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით და, ალბათ, საზოგადოებამაც კარგად დაინახა, რომ მათ სათქმელი არაფერი აქვთ როგორც სასამართლოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ასე რომ, არაფერი სიახლე მათ ქცევაში არ იყო და არც ველოდებოდით, რომ ისინი სერიოზულად პასუხს გასცემდნენ. თუნდაც ერთი რამის გამო არ ველოდით, რომ მათ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ, ამას ყველა ხედავს. შეცდომების დონეზეც კი არ აღიარებენ, არათუ დანაშაულს არ აღიარებენ. როცა ასეთი განწყობით არიან ადამიანები, რა თქმა უნდა, მათ პასუხებს არავითარი აზრი არა აქვს, ისინი გულწრფელები ვერ იქნებიან“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ამ ყველაფრის ფონზე მოპასუხე მხარის კითხვები რამდენად დამაჯერებელი იქნება, შარმანაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე გვერდის ავლას და ცრუ ნარატივების შემოტანას ცდილობენ. მანვე ისაუბრა 1633 რეზოლუციის იმ საკამათო პუნქტებზე და თქვა, რომ სწორედ ამ მძიმე საკითხებზე ხმის მიცემამ მოახდინა იმ რეზოლუციის დადებითი ნაწილის აბსოლუტური ნიველირება.
„თქვენ კარგად დაინახეთ, რომ ის ძირითადი ნაწილი, რაშიც ბრალი ედებათ, ცდილობენ, ამას გვერდი აუარონ, ან რაღაცა ტყუილი ნარატივები შემოიტანონ. იგივე ვთქვათ იმ ცნობილ რეზოლუციაზე. ჰყვებიან რაღაცა სხვა მუხლებზე, სხვა პუნქტებზე, რომლებიც ორჯერ ორი ოთხია და ეს ისედაც საყოველთაოდ ცნობილი იყო და ამ რეზოლუციით არა, მაგრამ სხვადასხვა რეზოლუციით, შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილებებითაც კი დადასტურდა. ის უმძიმესი პუნქტები, რომლებითაც ბრალი დასდეს ჩვენს სამხედროებს, რომ მათ გადადგეს ისეთი ნაბიჯები, რომლებითაც საფრთხე შეუქმნეს მშვიდობიან მოსახლეობას. მერე უკვე გამოთქვეს ეჭვი, რომ შეიძლება სამხედრო დანაშაულიც კი ჰქონდათ ჩადენილი და ამაზე სპეციალური გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ასევე, კასეტური ბომბების გამოყენების თითქმის აღიარება. იმდენად მძიმე რაღაცებზე მოუწიათ ხმის მიცემა, რომ აბსოლუტური ნიველირება მოახდინა თუნდაც იმ დადებითი ნაწილისა იმ რეზოლუციის. ამის აღიარებაც კი არ უნდათ, რომ შეეშალათ, უკეთესადაც შეიძლებოდა, მეტად უნდა დავფიქრებულიყავით - ამის სურვილიც კი არ აქვთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ ხალხს თუ ოდესმე კვლავ მიეცემათ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ისინი ამას უფრო ცუდი ფორმებით გაიმეორებენ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
1795153475
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: სრულად აცდენილია ყოველგვარ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ფასეულობებს, როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოს საქმიანობაზე ზეწოლა
„სრულად აცდენილია ყოველგვარ იმ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ფასეულობებს, რომლებზეც აპელირება გვესმის ძალიან ხშირად, როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოს საქმიანობაზე ზეწოლა, საქმიანობაში ჩარევა, პოლიტიკ...
1795152389
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” გიორგი ზურაბაშვილის და მიხაილ გალუზინის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი, საქართვ...
1795152056
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის გაფართოება, პირველ რიგში, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე, ამ პროცესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოსთან დაკავ...
1795150620
ახალი ამბებიფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი ზრდასრული მამაკაცი რჩება. ინგოროყვას კლინიკაში ორი მცირეწლოვანი - 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონაა მო...
1795122098
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მეექვსე გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვია, - ამი...































