მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი ანტიდასავლური ნარატივი და არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე, ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებზე, ასევე, ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპული ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების კრიტიკულ განცხადებებზე გაცემული პასუხები არ წარმოადგენს ანტიდასავლურ, ან ანტიევროპულ რიტორიკას. მისი განმარტებით, ეს არის რეაგირება იმ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც დეზინფორმაციის შემცველია და მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„არანაირი ანტიდასავლური ნარატივი არ არსებობს და არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს. არსებობს პასუხები იმ თავდასხმებზე, რომლებსაც იღებს საქართველოს ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო და ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ გარკვეული პოლიტიკური პასუხი გაეცეს იმ სიცრუეს და იმ დეზინფორმაციას, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში ევროპარლამენტის რეზოლუციებში, განცხადებებში და ასე შემდეგ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში გამართული საპროტესტო აქციებისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე დემონსტრაციების შეფასებისას ერთიანი სტანდარტის გამოყენების აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, დაუშვებელია მსგავსი მოვლენების მიმართ განსხვავებული მიდგომების გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას. მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტისა და მოვლენის დამახინჯებული ინტერპრეტაცია შემდგომში ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად გამოიყენება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტას და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკას, გამოყენებულ ინსტრუმენტებს დღემდე არანაირი დადებითი შედეგი არ მოუტანია. მისი განცხადებით, დიალოგის შეწყვეტით ევროკავშირის ინიციატივით შეჩერდა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იყო.
„არაფერი შედეგი არ მოუტანია ამ დრომდე იმ დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც დღეს არსებობს ბრიუსელში საქართველოსთან მიმართებით, რა შედეგი შეიძლებოდა მოეტანა გაბუტვის პოლიტიკას და პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტის პოლიტიკას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, არ მოქმედებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატები, მათ შორის, ასოცირების საბჭო და ასოცირების კომიტეტი, რომელთა ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე მიმდინარეობდა პოლიტიკური და ინსტიტუციური დიალოგი. მისი თქმით, აღნიშნული ფორმატები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მათი მუშაობა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეჩერდა.
1795150620
ახალი ამბებიფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი ზრდასრული მამაკაცი რჩება. ინგოროყვას კლინიკაში ორი მცირეწლოვანი - 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონაა მო...
1795122098
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მეექვსე გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვია, - ამი...
1795122039
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რომ არაფერი კარგი არ უნდა ითქვას საქართველოს შესახებ
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცემაში „იმედი LIVE“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე ისაუბრა, სადაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება...
1795120703
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ისევ ისმის მუქარები საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ, რომ შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ევროკავშირის მხრიდან
„ისევ ისმის მორიგი მუქარები საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ, რომ შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ევროკავშირის მხრიდან. ვნახოთ, რა განხილვა იქნება იანვარში და როგორი პოზი...
1795119802
ახალი ამბებითამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია, გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ეს, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია. „სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებული...






























