საფრანგეთის საელჩო: სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, საელჩო კვირას, ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გუშინ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, - ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთის საელჩო ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება.

„სოლიდარობას გამოვხატავთ დაშავებულებისა და შემთხვევისას მობილიზებული სამაშველო ჯგუფების მიმართ. თანადგომის ნიშნად, კვირას, საფრანგეთის საელჩო ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795154800

ახალი ამბები

„ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთნენ მართვაში“ - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლისა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვების მდგომარეობა

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის გოგონა ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. კვლევების შედეგად, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. ამა...

ექიმი - ექიმი

1795153475

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: სრულად აცდენილია ყოველგვარ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ფასეულობებს, როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოს საქმიანობაზე ზეწოლა

„სრულად აცდენილია ყოველგვარ იმ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ფასეულობებს, რომლებზეც აპელირება გვესმის ძალიან ხშირად, როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოს საქმიანობაზე ზეწოლა, საქმიანობაში ჩარევა, პოლიტიკ...

მაკა ბოჭორიშვილი

1795152389

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” გიორგი ზურაბაშვილის და მიხაილ გალუზინის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი, საქართვ...

მაკა ბოჭორიშვილი

1795152056

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის გაფართოება, პირველ რიგში, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე, ამ პროცესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოსთან დაკავ...

მაკა ბოჭორიშვილი

1795150620

ახალი ამბები

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი ზრდასრული მამაკაცი რჩება. ინგოროყვას კლინიკაში ორი მცირეწლოვანი - 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონაა მო...

ააა