ირაკლი ზარქუა – პეტერ ფიშერმა დიპლომატიურ სამსახურს თავი ვერ გაართვა, მისია არც გაუგრძელეს და ისე დაამთავრებინეს კარიერა, მეტი რა უნდა ვთქვათ, კარგად იყოს
„პეტერ ფიშერმა საქართველოში თავისი მისია ამოწურა, დიპლომატიურ სამსახურს თავი ვერ გაართვა. მას შეეძლო, გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა ის იმ წითელ ხაზებს მიღმა აღმოჩნდა, სადაც დიპლომატები არ გადადიან“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, პეტერ ფიშერის ქმედებები იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მისი მთავრობისთვისაც, არაერთხელ იყო დაბარებული და არაერთი შენიშვნა მისცეს.
„მისია არც გაუგრძელეს და ისე დაამთავრებინეს კარიერა, ვწუხვართ. რა უნდა ვთქვათ? არაფერი. Liebe Peter, aufwiedersehen. მეტი რა უნდა ვთქვათ? კარგად იყოს. რაც შეეხება ახალ ელჩს, ჩვენ ვისურვებდით, ვინც საქართველოში ჩამოვა, ამ ქვეყნის ისტორია და კულტურა გაითვალისწინოს. მეტს არაფერს ვთხოვდით. პეტერ ფიშერს რომ გაეთვალისწინებინა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები, კარგი იქნებოდა. ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ემოძრავა და აგენტურულ ქსელს დახმარებოდა.
ბუნებრივია, ამას არ გავუტარებდით და ამიტომაც ვამხილეთ წითელი ხაზის გადაკვეთაში, ოპოზიციის მხარდაჭერაში, დაფინანსებაში. სასამართლოში იჯდა, ხალხო. აბა, ოპოზიციური სასამართლო პროცესზე იჯდეს, გერმანიაში, რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩი. რა კომენტარი ექნებოდა მათ ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას? აქ დაბალი ღობე ნახა. ასე დაამთავრებს, ყველა. პენსიაზე გავა, ვინც არასწორად მოიქცევა და წითელ ხაზებს გადაკვეთს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
1782806690
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი, ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები
„გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითა...
1782804710
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ყაზახეთში გამარ...
1782803824
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ილონ მასკი, დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი თუ უკრაინელი მაღალჩინოსნებიც ღიად ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინაში პროქსი-ომი მიმდინარეობს - ეს ის მოცემულობაა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს პროქსი ომად აფასებენ არა მხოლოდ ილონ მასკი, არამედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ამ...
1782802874
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავ...
1782802754
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის
„ყაზახეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მზარდია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც ყაზა...































