„ხილვა მქონდა… ჩვენ დავძლევთ ამ სენს“ – პატრიარქი კორონავირუსის ეპიდემიის დასასრულზე ბრძანებს
„მქონდა ხილვა. მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ერთ-ერთ საკვირაო ქადაგების დროს კორონავირუსის საფრთხეზე საუბრისას ბრძანა.
ამის შესახებ, სააგენტო „პრაიმტაიმი“ წერს.
„რა რთულია და ძნელია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველში. რა ძნელია დაინახო თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, მოგვეცა ჩვენ იმისათვის, რომ გამოვიყენოთ, სად შავია და სად თეთრია.
ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი, საიდანაა? ღვთისგანაა თუ ბოროტისგანაა, ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ღვთის ლოცვით, ღვთის ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს.
მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე.
არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი გაძლებისთვის. დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული დღე. შენდობის დღე. ლოცვაში წერია, არა არს კაცი რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. ე.ი. არ არის ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამ სოფლად და ცოდვა არ ჩაიდინოს. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიიყვანს ადამიანს ღვთის სასუფევლამდე, - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.
წყარო: „პრაიმტაიმი“
ასევე საინტერესოა:
🔵 „აუცილებლად დავამარცხებთ თან მალე ამ ყველაფერს!“ - ნინა კობახიძე „ომიკრონის“ შესახებ
1795454805
ახალი ამბებიაჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის, ხელვაჩაურის...
1795452175
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: როდესაც ამხელა ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული ინტერესები ერთვება საკითხში, რისკების დაზღვევა გაათმაგებულად რთულდება, სწორედ ამიტომ რეგულაციასა და აკრძალვას შორის არჩევანისას უპირატესობა აკრძალვას უნდა მიანიჭო
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სუროგაციის სფეროს სამართლებრივ, სამედიცინო და ეთიკურ რისკებზე ილაპარაკა. მისი თქმით, რისკებს შორისაა ბიოლოგიური მასალის მიკვლევადობის დ...
1795450721
მსოფლიოევროკომისია: პუტინის მოწვევის შესახებ ვიცით, თუმცა მრავალმხრივ მოლაპარაკებებს ვამჯობინებთ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ იციან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევის შესახებ, თუმცა მრავალმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების გამართვაზე არიან ორიენტირებული, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპი...
1795448387
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას? არ ამოვიდა ყელში ეს ვითომ მორალისტებისგან და ვითომ ამ ქვეყანაზე მოფიქრალებისგან „ტიპების“ ძერწვა?- წერს ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში. გეგეჭკორის თ...
1795446398
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება
„ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამა...































