„კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ“ - ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის რჩევები
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი "ომიკრონთან" დაკავშირებით, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ინფორმაციას აქვეყნებს:
„ომიკრონის შემთხვევების ზრდასთან ერთად ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს. მაგრამ ამჟამად უფრო დიდი პრობლემაა ბინაზე მართვაში ჩართული ექიმების დეფიციტი. მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტები და უსიმპტომოებიც კი ღელავენ და დიდი უკმაყოფილებაა იმაზე, რომ ექიმი არ დაუკავშირდა, ან ერთხელ დაუკავშირდა და შემდეგ აღარ.
ოჯახის ექიმები უკიდურესად გადატვირთულები არიან და მათთვის საყვედურის თქმა ნამდვილად არასწორია. თუმცა პაციენტების უკმაყოფილებაც გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ინფიცირებულთა დიდ ნაწილს არავითარი დახმარება არ სჭირდება, ყველა პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება ექიმთან კავშირი.
ამიტომ ამ რგოლში (ანუ დისტანციური მეთვალყურეობის) რაც შეიძლება მეტი ექიმის ჩართვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. (ალბათ სხვა პროფილის ექიმების სწრაფად ტრენინგი და კოვიდზე კონსულტირებაში ჩართვაც კარგი იქნებოდა).
მანამდე კი ბინაზე მყოფმა პაციენტებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში იმის გამო, რომ ექიმი არ/ვერ უკავშირდება და ახსოვდეთ რამდენიმე ძალიან მარტივი წესი (რაც ძალიან ხშირად გაჟღერებულა, ახალი არაფერია, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორება ალბათ არ იქნება ზედმეტი ამჟამინდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით):
1. კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ. უმრავლესობას არავითარი წამალი არ სჭირდება.
2. ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ. ტკივილი მართლად ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ როგორც წესი, არავითარ გართულებებს არ იწვევს და რამდენიმე დღე თუ მოითმენთ, აუცილებლად გაივლის. შეიძლება დავეხმაროთ გამაყუჩებლებით და სავლებით.
3. ისევ აქტუალურია სატურაციის ზომვა. კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის, თითი თბილი უნდა იყოს გაზომვისას. ნორმალური მაჩვენებელია ჟანგბადის შემცველობა 94-ზე მეტი.
4. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია გარკვეული კვლევები, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა ინფიცირებულმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. ამას ექიმი წყვეტს და თუ აუცილებლად არ მიაჩნია, ამის გამო ნუ ვეჩხუბებით ექიმებს. თქვენივე სასიკეთოდ გირჩევენ, რომ არ გჭირდებათ ტომოგრაფია და ხშირად ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა გასაკეთებლად ზოგჯერ რიგებში მოგიწევთ დგომა, ხშირად სრულიად არასაჭიროდ.
5. კოვიდს არავითარი გადასხმები არ სჭირდება. თუ სითხის მიღება შეგვიძლია, გადასხმის არავითარი საჭიროება არ არსებობს. გადასხმა არ არის მკურნალობა, უბრალოდ სითხის შევსებაა.
6. საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარებას უნდა მოვუხმოთ, არის გულმკერდის არეში ტკივილი და ზეწოლა, გამოფხიზლების გაძნელება, მნიშვნელოვნად გამოხატული ქოშინი.
7. სიცხე, თუნდაც მაღალი, ჩვეულებრივი სიმპტომია და არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. თუ დაავადების მიმდინარეობისას ტემპერატურა დაუბრუნდა ნორმალურ ციფრებს სიცხის დამწევის გარეშე და შემდეგ დღეებში ისევ მკვეთრად მოიმატა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საყურადღებო იყოს.
8. იზოლაციის ვადა შემცირდა 8 დღემდე უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევებისთვის.
ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ ყველას.“, - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 ომიკრონმა მუტაცია დაიწყო - გიორგი ფხაკაძე
🔵 "ჭრილობა მიაყენა ყელსა და ლოყაზე" -კოვიდპაციენტმა კოვიდ კლინიკაში მორიგე ექთანი დაჭრა
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...
1794411572
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...
1794411071
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...






























