ხმაური და დაპირისპირება გორში - გარემოვაჭრეები მათი დახლების აღებას აპროტესტებენ და მერთან შეხვედრას ითხოვენ

გორში გარემოვაჭრეები მათი დახლების აღებას აპროტესტებენ.

ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა, ჯერჯერობით, ლადო ხინჩეგაშვილი მათთან სასაუბროდ არ გამოსულა.

მათთვის მიუღებელია გორის მერიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ადგილი. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ არ აქვთ ადგილის ქირის ფული, ამასთან, ცენტრიდან მოშორებით არის და იქ მუშაობით საარსებო შემოსავლის შოვნა შეუძლებელია.

ერთ-ერთი გარემოვაჭრე ქალი შეუძლოდაც გახდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მანამდე მან თქვა:

"ავადმყოფი ქალი ვარ, სად წავიდე. 2 წლის წინ თვალის ოპერაცია გავიკეთე, კაპილარები დამსკდარი მქონდა და წამალი არ ჩამისხამს თვალში. ერთი თვალით ვეღარ ვხედავ. კაპიკებს ვშოულობ".

სხვა გარემოვაჭრე ქალი ამბობს:

"ლილოდან 5 ათასი ლარის საქონელი მაქვს წამოღებული ნისიად. ბანკში გამაშავეს და ნისიად მამუშავებენ. გვაცალონ, რომ ეს საქონელი ამოვყიდოთ. ჩვენი მოვაჭრეები საზღვარგარეთ არიან წასული სამუშაოდ, აქ რომ ოჯახები ვერ არჩინეს, წავიდნენ. ყველას ხომ არ შეუძლია წასვლა".

"იმ ბაზარში ხალხი არ შემოდის, 2 დღე ვიდექი, ერთი წყვილი წინდა ვერ გავყიდე". - თქვა კიდევ ერთმა ქალმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵საქართველოში 2 საათის განმავლობაში 2 მიწისძვრა მოხდა

🔵საბერძნეთში, ქართველი ბიზნესმენის ძვირადღირებული ვილა, კიდევ ერთხელ გაქურდეს - წაღებულია 90 000 ევროს ძვირფასეულობა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე

1794405675

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...

ნათია თურნავა