კორონავირუსით ინფიცირების 5-ჯერ მომატების ფონზე, იგეგმება თუ არა ქვეყანაში ლოკდაუნი? - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ინფიცირების დღიური მონაცემები, გასულ კვირასთან შედარებით, 5-ჯერ არის მომატებული, თუმცა ეს შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მსურველებს შეუძლიათ ვაქცინაციის ჩატარებაც, ქვეყანაში რამდენიმე ტიპის ვაქცინაა შესაძლებელი.

"როგორც ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდი და მაშინ ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენდებდა თავს, იგივე მიმდინარეობა აქვს და იმავეს ადასტურებენ ინფექციონისტებიც, არ არის არაფერი საშიში და საპანიკო.

ინფიცირების შემთხვევაში, შეგვიძლია მშვიდად გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ.

რამე შეზღუდვების, ჩაკეტვის თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, არც იქნება.

არ განიხილება, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, სხვა სივრცეებში ნიღბის ტარების აუცილებლობაც.

ამ მონაცემებით, ამისი საჭიროება არ იკვეთება, 100 და 500 რომ ერთმანეთისგან 5-ჯერ განსხვავდება, არ არის იმისი საფუძველი, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაზე ვიმსჯელოთ.

ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხვა რესპირატორიული ინფექცია, მაშინ რომ აღგვერიცხა, იქნებ ათასობით შემთხვევა ყოფილიყო.

დღეს რადგან კოვიდპანდემიაა და მივყვებით სტატისტიკის აღირცხვას, ეს არის მხოლოდ, თორემ სხვა ვირუსები გაცილებით მეტი გვქონდა სტატისტიკურად და არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს", - განაცხადა მინისტრმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

* მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა - ირაკლი ღარიბაშვილი

* ბოლო მონაცემებით, დღეს სოფელ სამებასთან 50, წლის განმავლობაში კი 10 ათასი მიწისძვრა დაფიქსირდა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე

1794405675

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...

ნათია თურნავა