კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780380867

ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ინფორმაციას აჭარის განათლებ...

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1780377898

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაშია, ვერ გარკვეულა, რა უნდა გააკეთოს და ეს უხერხული პაუზა აქვს აღებული, რაც დამაზიანებელია ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანული მხარის მიერ გერმანიაში საქართველოს ელჩის ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის გ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1780376627

ახალი ამბები

კახა კალაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით - მოეწყოს მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელი დიდი დიღმის მიმართულებით

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს ახალ საგზაო პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა მცხეთიდან დიდ დი...

კახა კალაძე

1780375576

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

2 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

ამინდი

1780347275

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ ლუგანსკსა და ხერსონის ოლქზე თავდასხმებით კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინა. „როგორც ჩანს, სტარობილსკის პედაგოგიურ კოლეჯში და ახლა გენიჩესკში ბავ...

ვლადიმერ პუტინი