პრემიერის ანგარიში - გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა
გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს, საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელმაც 7.5% შეადგინა. “2025 წელს, მშპ-მ 104.6 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 28,235 ლარს – 10,297 დოლარს გაუტოლდა.
მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2026 წელს და იანვრის თვეში – 7.9%, თებერვლის თვეში – 8.8%, ხოლო მარტის თვეში 10.7% რეალური ზრდა დაფიქსირდა. შედეგად, 2026 წლის პირველი კვარტალის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ს გაუტოლდა. 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებისა და სხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. მაღალია შიდა მოთხოვნა და ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მოხმარებამ შეიტანა, რომელიც წლიურად 10.3%-ით გაიზარდა, ძლიერი საკრედიტო აქტივობისა და ხელფასების ზრდის ფონზე. მოხმარებასთან ერთად, მზარდი ტენდენციით ხასიათდება მომსახურების ექსპორტი, რაც კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტის, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და სატრანსპორტო მომსახურების ზრდას უკავშირდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიში საუბარია სავალუტო ფონდის პროგნოზზე და ნათქვამია, რომ მათი ცნობით, 2026 – 2031 წლებში, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოდ – 5.1%-ის ოდენობით.
„2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა; 2026 წელს ინფლაცია იანვარში 4.8% დაფიქსირდა, ხოლო აპრილში 5.9%-ამდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ის 2026 წლის შუა პერიოდში, ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს. ინფლაციური მოლოდინები არის სტაბილური და კარგად მართვადი, რასაც ხელს უწყობს შესაბამისი მონეტარული პოლიტიკა და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები. 2025 წელს, როგორც უმუშევრობის დონე, ისე დასაქმების დონე სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა და შესაბამისად, 13.9% და 46.9% შეადგინა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
1780380867
ახალი ამბებიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ინფორმაციას აჭარის განათლებ...
1780377898
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაშია, ვერ გარკვეულა, რა უნდა გააკეთოს და ეს უხერხული პაუზა აქვს აღებული, რაც დამაზიანებელია ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანული მხარის მიერ გერმანიაში საქართველოს ელჩის ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის გ...
1780376627
ახალი ამბებიკახა კალაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით - მოეწყოს მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელი დიდი დიღმის მიმართულებით
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს ახალ საგზაო პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა მცხეთიდან დიდ დი...
1780375576
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
2 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...
1780347275
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ ლუგანსკსა და ხერსონის ოლქზე თავდასხმებით კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინა. „როგორც ჩანს, სტარობილსკის პედაგოგიურ კოლეჯში და ახლა გენიჩესკში ბავ...































