მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილია 94 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელიც ერთ-ერთ მგზავრს პირადი მოხმარების საგნებში მალულად ჰქონდა განთავსებული.
ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1780380867
ახალი ამბებიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ინფორმაციას აჭარის განათლებ...
1780377898
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაშია, ვერ გარკვეულა, რა უნდა გააკეთოს და ეს უხერხული პაუზა აქვს აღებული, რაც დამაზიანებელია ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანული მხარის მიერ გერმანიაში საქართველოს ელჩის ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის გ...
1780376627
ახალი ამბებიკახა კალაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით - მოეწყოს მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელი დიდი დიღმის მიმართულებით
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს ახალ საგზაო პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა მცხეთიდან დიდ დი...
1780375576
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
2 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...
1780347275
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ ლუგანსკსა და ხერსონის ოლქზე თავდასხმებით კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინა. „როგორც ჩანს, სტარობილსკის პედაგოგიურ კოლეჯში და ახლა გენიჩესკში ბავ...































