ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაზე - დიფ სთეითის მესვეურებმა სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორეს და სურთ, ეს 12 დეპუტატი, მათ მიერ მართული გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში იყვნენ და იქიდან გააჟღერონ მათი მესიჯ ბოქსი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა” ისაუბრა „გახარია საქართველოსთვის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, პარლამენტში და საკრებულოებში შესვლასთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორა და გადაწყვიტა, გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში იყვნენ.

„დიფ სთეითის მესვეურებმა როგორც იქნა სიმართლეს და რეალობას გაუსწორეს თვალი. ისინი უკვე კარგად აღიქვამენ, რომ “ქართულ ოცნებას”, შანტაჟის მიუხედავად, ვერანაირ კომპრომისზე ვერ წაიყვანენ, რაც იყო მათი მთავარი გათვლა და რატომაც დატოვეს ქუჩაში ოპოზიცია.

შემდეგ ოპოზიციას დემონსტრაციულად კანონი დაარღვევინეს, ლიდერებზე მაქვს საუბარი და თავისი ფეხით შეუშვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რევოლუციური სცენარების განვითარება - ნახეს, რომ ვერც ლეგიტიმური და ვერც არალეგიტიმური გზით ვერ გვანაცვლებენ და ვერც ამხელა შანტაჟის და ზეწოლის ფონზე ვერ გვადგმევინებ ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს და როგორც იქნა, სიმართლეს, რეალობას თვალი გაუსწორეს.

შეეგუენ, რომ „ქართული ოცნება” არის ქვეყნის სათავეში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მხოლოდ „ქართული ოცნება” არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში, მშვიდობის შენარჩუნების გარანტი, ჩვენი ტრადიციების, იდენტობის შენარჩუნების გარანტი და განვითარების მთავარი გარანტი, ამ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას არ სურს, რომ ის კარტებიც ბოლომდე გადაყარონ. 12 დეპუტატი ჰყავთ შემორჩენილი, შავი დღისთვის შემოინახეს და სურთ, ეს 12 დეპუტატი, მათ მიერ მართული ბატონი გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში იყვნენ და იქიდან გააჟღერონ მათი მესიჯ ბოქსი”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760984246

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთსა და აშშ-ს ბუდაპეშტში პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბუდაპეშტში კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერების შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ. „სამიტისთვის მზადებ...

კრემლი

1760981516

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ისე არ უნდა მოიქცნენ, რომ ქართველ ხალხთან მისასვლელი გზა არ ჰქონდეთ, რაც უფრო პრაგმატულად და რაციონალურად მიუდგებიან დიალოგს, მით უკეთესი ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც

„შეუძლებელია საქართველოს მოუწოდებდნენ სადმე დაბრუნებისკენ, როდესაც თავად კანონმდებლობის გვერდის ავლით ცდილობენ პოლიტიკური ფული ატრიალონ სხვადასხვა სახელმწიფოში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“...

ლევან მახაშვილი

1760979772

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან

„20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ამიტომ, პირველ...

ლევან მაჭავარიანი

1760977836

ახალი ამბები

ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამა-შვილია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამი...

პოლიციაპოლიცია

1760975251

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური, აზრს მოკლებული განცხადებები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ

„რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პირები აჟღერებენ სრულიად უსაფუძვლო, აბსურდულ ბრალდებებს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია იმ ადამია...

გივი მიქანაძე