მაკა ბოჭორიშვილი: უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, ეს არის ხელისუფლების გონიერი და ფრთხილი პოლიტიკა, ასევე ჩვენი ხალხის გონიერება

უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, ეს არის ხელისუფლების გონიერი და ფრთხილი პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის გონიერება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისი თქმით, ეს არის ყველაზე დიდი უსაფრთხოების გარანტია, რაც დღეს საქართველოს აქვს.

„საკმაოდ რთულია დღეს საუბარი რაღაც გარანტიებზე. ერთადერთი გარანტია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დღეს უსაფრთხოების, ეს არის ხელისუფლების გონიერი და ფრთხილი პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის გონიერება. ეს არის ყველაზე დიდი უსაფრთხოების გარანტია, რაც დღეს საქართველოს აქვს. საქართველო დღეს არ არის არცერთი სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, რომელიც თავზე დააფარებდა უსაფრთხოების ქოლგას. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა იმასაც კარგად ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს ეს ქუდი ჯერ კიდევ არ ახურავს ამდენი წლის შემდგომ.

ერთადერთი გარანტია, რაც დღეს საქართველოს აქვს, უსაფრთხოების გარანტიაზე ვსაუბრობ, არის ხელისუფლების გონიერება და ქართველი ხალხის გონიერება და თუ როგორ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული ისე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხეები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. საკმაოდ ბევრია ასეთი საფრთხეები, არ არის მარტივი არც გეოგრაფიული, არც გეოპოლიტიკური მოცემულობა და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი, თუმცა ხანდახან გაბედული პოლიტიკის გატარება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760984246

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთსა და აშშ-ს ბუდაპეშტში პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბუდაპეშტში კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერების შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ. „სამიტისთვის მზადებ...

კრემლი

1760981516

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ისე არ უნდა მოიქცნენ, რომ ქართველ ხალხთან მისასვლელი გზა არ ჰქონდეთ, რაც უფრო პრაგმატულად და რაციონალურად მიუდგებიან დიალოგს, მით უკეთესი ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც

„შეუძლებელია საქართველოს მოუწოდებდნენ სადმე დაბრუნებისკენ, როდესაც თავად კანონმდებლობის გვერდის ავლით ცდილობენ პოლიტიკური ფული ატრიალონ სხვადასხვა სახელმწიფოში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“...

ლევან მახაშვილი

1760979772

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან

„20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ამიტომ, პირველ...

ლევან მაჭავარიანი

1760977836

ახალი ამბები

ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამა-შვილია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამი...

პოლიციაპოლიცია

1760975251

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური, აზრს მოკლებული განცხადებები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ

„რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პირები აჟღერებენ სრულიად უსაფუძვლო, აბსურდულ ბრალდებებს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია იმ ადამია...

გივი მიქანაძე