მაკა ბოჭორიშვილი - ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასვლას ნიშნავს, როდესაც ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მეორე ქვეყანაში ჩადის და ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობს

„ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასვლას ნიშნავს, როდესაც ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მეორე ქვეყანაში ჩადის და ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობს. იქ უკვე არც კითხულობს, რა არის ამ აქციის მოთხოვნა, ან რაზეა საუბარი და მიზანმიმართულად ავრცელებს სრულიად მცდარ ინფორმაციას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქცევა მისთვის გასაკვირი არ იყო.

„ჩემთან შეხვედრის შემდეგ, მისი ეს ნაბიჯი არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო პროგრამის ნაწილი, ეს არ იყო შეთანხმებული და ეს არ იყო წინასწარ გაწერილი, როგორც ეს ხდება ხოლმე ასეთი ვიზიტების დროს. კრიტიკას აქ არავინ გაურბის, ჩვენ შეიძლება, ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ არსებობს რაღაც დადგენილი წესები, რომლის ჩარჩოებშიც ვმოქმედებთ. როდესაც ამ წესებიდან სრულიად უხეშად ხდება გასვლა, შენც რეაგირებ შემდგომ ამ ყველაფერზე. მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ამის გამართლება ნამდვილად ვერ მოხდება და ვერაფრით გავამართლებთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმების საკითხზე დასმულ კითხვაზე, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ სრული უფლება იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს გამოუწერონ ჯარიმა, თუ ის არღვევს კანონს.

„ჩვენ ძალიან ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე სამართლის უზენაესობისკენ, რომ ყველა თანასწორია და თანაბრები ვართ კანონის წინაშე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არღვევს კანონის. ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ სრული უფლება იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს გამოუწერონ ჯარიმა, თუ ის არღვევს კანონს, ის გადაიხდის, თუ არ გადაიხდის, დიპლომატიურ იმუნიტეტს გამოიყენებს თუ არა, ეს სხვა საკითხია. მე თუკი კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამოვდივარ, არავინ არ მიკრძალავს, არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ უკრძალავს სახელმწიფოს კანონების დაცვას. სრულიად სამართლიანი იყო ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, როდესაც კანონის კონკრეტული მოთხოვნის დარღვევისთვის მას გამოეწერა ჯარიმა. რამდენად მოხდება ამ ჯარიმის გადახდა, არ ვიცი. ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, რომ ჯერ უამრავი ხალხი იკრიბება და მეორე, რომ ამ ხალხს ვინმე ერჩის. სრულიად თავისუფლად შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი ჩანს კიდეც კადრებში და ამაზე თქვა, რომ უამრავი ადამიანი დგას და თან მათ ვინმე უშლის შეკრებას, ასეთი ცხადი სიცრუე ძალიან რთულია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება თავად ხედავს ამ ყველაფერს და აქვს შესაძლებლობა, განსაჯოს.

„მე ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას ძალიან სწორი აღქმა ჰქონდა ამ ყველაფრის. სამწუხაროა, რომ ასეთი ქმედებები აზიანებს ერთადერთ რამეს - ევროპის, ევროკავშირის, საკუთარი ქვეყნების რეპუტაციას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებით არც საქართველოს ხელისუფლებას დაჰკლებია რამე, არც „ქართულ ოცნებას“ დაჰკლებია რამე. დააკლდა ერთადერთ რამეს - ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნის სახეს, რეპუტაციას , ეს არის ძალიან ცუდი და სამწუხარო“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760984246

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთსა და აშშ-ს ბუდაპეშტში პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბუდაპეშტში კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერების შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ. „სამიტისთვის მზადებ...

კრემლი

1760981516

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ისე არ უნდა მოიქცნენ, რომ ქართველ ხალხთან მისასვლელი გზა არ ჰქონდეთ, რაც უფრო პრაგმატულად და რაციონალურად მიუდგებიან დიალოგს, მით უკეთესი ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც

„შეუძლებელია საქართველოს მოუწოდებდნენ სადმე დაბრუნებისკენ, როდესაც თავად კანონმდებლობის გვერდის ავლით ცდილობენ პოლიტიკური ფული ატრიალონ სხვადასხვა სახელმწიფოში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“...

ლევან მახაშვილი

1760979772

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან

„20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ამიტომ, პირველ...

ლევან მაჭავარიანი

1760977836

ახალი ამბები

ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამა-შვილია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამი...

პოლიციაპოლიცია

1760975251

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური, აზრს მოკლებული განცხადებები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ

„რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პირები აჟღერებენ სრულიად უსაფუძვლო, აბსურდულ ბრალდებებს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია იმ ადამია...

გივი მიქანაძე