მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობას, ასეთი ნაბიჯები მიმართულია არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ

„არ შეიძლება, ისაუბრო დემოკრატიის უკუსვლაზე და ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობა უგულებელყო, დემოკრატიულ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების სხვა გზა ჩვენ არ გვინახავს, რომ სადმე არსებობდეს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეტერში განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს არის მრავალჯერ ნაცადი აპრობირებული გზა, რომ მოსახლეობა, სამოქალაქო საზოგადოება, საკუთარ პოზიციას, საკუთარ არჩევანს აკეთებს არჩევნებზე.
„ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს ეს არჩევანი, მათი პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, დემოკრატიულ ქვეყნებში, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის არჩევანი, ეს არის არჩევნების შედეგი, ყველამ უნდა მიიღოს, პოზიციამაც, ოპოზიციამაც, გამარჯვებულმაც, დამარცხებულმაც და გააგრძელოს რაღაც ფორმით მუშაობა სახელმწიფო ინსტიტუტებში. დღეს საქართველოში რასაც ახალისებენ მსგავსი სურათის დახატვით, არის დემოკრატიის საწინააღმდეგო პროცესი. პროცესი, რომელიც არის ქუჩაში, პროცესი, რომელიც არ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტებში. სწორედ ამის წახალისება ხდება, როდესაც შენ ამბობ, რომ მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატივს არ სცემენ ადამიანების არჩევანს, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს არ სცემენ პატივს, არათუ ჩემი ამომრჩევლის არჩევანს არ სცემენ პატივს.
საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს დემოკრატიულ ქვეყანაში არ სცემენ პატივს, ხაზს უსვამენ და არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობას. აქ საუბარი კი არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ, ასეთი ნაბიჯები მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც შენ ამას ახალისებ, სხვანაირად რანაირად დავინახო შენი საქციელი.
ამ შემთხვევაში მე სხვა გზა არ მრჩება, უნდა აღვიქვა საქციელი ასე, რომ შენ ახალისებ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებს ჩემს სახელმწიფოში და მაშინ, რა თქმა უნდა, მე ვალდებული ვარ, მქონდეს შესაბამისი რეაგირება და ეს რეაგირება აღარ უნდა იყოს აღქმული, თითქოს მე თავს ვესხმი ვიღაცას. მე არავის არ ვესხმი თავს, პირიქით, მე მიწევს სწორედ თავდასხმებზე საუბარი ხმამაღლა და ჩვენ ამავე ვსაუბრობთ და გავაგრძელებთ ამაზე საუბარს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1760984246
მსოფლიოკრემლში აცხადებენ, რომ რუსეთსა და აშშ-ს ბუდაპეშტში პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ
კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბუდაპეშტში კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერების შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ. „სამიტისთვის მზადებ...
1760981516
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ისე არ უნდა მოიქცნენ, რომ ქართველ ხალხთან მისასვლელი გზა არ ჰქონდეთ, რაც უფრო პრაგმატულად და რაციონალურად მიუდგებიან დიალოგს, მით უკეთესი ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც
„შეუძლებელია საქართველოს მოუწოდებდნენ სადმე დაბრუნებისკენ, როდესაც თავად კანონმდებლობის გვერდის ავლით ცდილობენ პოლიტიკური ფული ატრიალონ სხვადასხვა სახელმწიფოში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“...
1760979772
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან
„20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ამიტომ, პირველ...
1760977836
ახალი ამბებიბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს
ბათუმში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამა-შვილია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამი...
1760975251
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური, აზრს მოკლებული განცხადებები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ
„რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პირები აჟღერებენ სრულიად უსაფუძვლო, აბსურდულ ბრალდებებს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია იმ ადამია...