ლევან მაჭავარიანი: მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ყველა სახელმწიფო განკარგულება არის გამჭვირვალე, მამუკა მდინარაძე გახდა სუსის ხელმძღვანელი და ხედავთ როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ

„როდესაც ირაკლი კობახიძემ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ყველა სახელმწიფო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, შეიქმნა სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც კორუფციის აღმოფხვრაზე მუშაობს, გაძლიერდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას.
მისივე განმარტებით, რაც მამუკა მდინარაძე გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, სადაც შედის ანტიკორუფციული ბიურო, ვხედავთ როგორი დაუნდობელი ბრძოლა არის გამოცხადებული კორუფციის წინააღმდეგ.
„ევრო ბიუროკრატები გვადანაშაულებენ ჩვენ რაღაც გამოგონილ თემებში, აბსოლუტურად უაპელაციოდ აღქმებზე დაყრდნობით და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა. როდესაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა სულ რამდენიმე კვირის წინ, რომელიც ფაქტებსა და კონკრეტულ მოცემულობას ეფუძნება, საქართველო დაასახელეს ტოპ 20 ქვეყანაში შემდეგი მიმართულებებით: „კანონის უზენაესობა და სასამართლო“, „დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი“, „მიმზიდველი გარემო ინვესტორებისთვის“, „ეფექტური და შორსმჭვრეტელი მთავრობა“, „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები“, „დანაშაულის კონტროლის ეფექტურობა“ და აქ მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ოცეულში კი არა სამეულში აღმოვჩნდებით.
ბატონი გეკა გელაძე რომ შეუდგა საქმიანობას თქვენ ხედავთ თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლა არის გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, ნარკორეალიზატორების და ზოგადად კრიმინალის წინააღმდეგ, ასევე, ტოპ 20 ქვეყანაში დაგვასახელეს კორუფციის სიმცირის კუთხით და აქაც ვპირდები ჩვენს საზოგადოებას, რომ სულ რამდენიმე ტოპ სამ ქვეყანაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1760534302
საზოგადოება82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია
82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ლევან ნემსაძის და მიხეილ ჯინჯოლიას კანდიდატურებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. ლევან...
1760533349
ახალი ამბებისუსი: ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით სუსი განცხადებას ავრცელ...
1760531978
ახალი ამბებიპრემიერი: ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, ჩვენი კანონმდებლობით, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს - დაბალი განაკვეთითა და მინიმალური ბიუროკრატიით
ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს, დაბალი განაკვეთებით და მინიმალ...
1760530823
ახალი ამბებიცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მე...
1760530595
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ელჩთან შანხაის იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხ...