ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმა ნიშნავს რომ ხმა მისცე საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს

„მგონი ევრობიუროკრატებმა ჩვენი ერის ისტორია, ხასიათი და იდენტობა არ იციან. ქართველებმა დაახლოებით 17 საუკუნის წინ მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენს სულიერ თავგადასავალთან და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა. ეს არის ჩვენი მამული, ენა და სარწმუნოება და ჩვენ ამას ბოლომდე ვიცავთ. ეს ჩვენს სისხლშია და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ქართველების ხასიათი და როლი ჩვენმა ისტორიამ ჩამოაყალიბა. კარგად გადახედონ ჩვენს ისტორიას. 3-ათასწლოვანი უწყვეტი გენის ერი ვართ. ჩვენი ხასიათი არის მებრძოლი ხასიათი. ჩვენი როლი არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ზუსტად იგივე ერთობა იყო არჩევნების წინ და მილიონ ასი ათასზე მეტი მხარდამჭერი მოვიდა თვითმმართველობის არჩევნებზე.

„მათ ხმა მისცეს საქართველოს. „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმა ნიშნავს, რომ ხმა მისცე საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ხმა მისცე მშვიდობას საქართველოში, ჩვენი იდენტობის, ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებასა და გამყარებას. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემო პატრიოტებო, გპირდებით, რომ ვიდრე გვერდში გვედგებით გამორიცხულია ჩვენ ერთ ადგილზე გავჩერდეთ. არც ერთი ნაბიჯი მარჯვნივ, არც ერთი ნაბიჯი მარცხნივ და მით უმეტეს არც ერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ, უფრო მეტი დამოუკიდებლებისკენ, სუვერენიტეტისა და წარმატებისკენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760530009

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის

საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ და ეს სხვადასხვა გლობალური ინდექსით დასტურდება, - ამის შესახებ...

ირაკლი კობახიძე

1760528430

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ყველა სახელმწიფო განკარგულება არის გამჭვირვალე, მამუკა მდინარაძე გახდა სუსის ხელმძღვანელი და ხედავთ როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ

„როდესაც ირაკლი კობახიძემ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ყველა სახელმწიფო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, შეიქმნა სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც კორუფციის აღმოფხვრაზე მ...

ლევან მაჭავარიანი

1760527616

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ვერასდროს მოერევი ქართველი ადამიანის ხედვასა და არჩევანს, რომელიც მშვიდობისა და უკეთესი მომავლისკენ არის მიმართული

„4 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ადამი...

ირაკლი ქადაგიშვილი

1760525026

ახალი ამბები

მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის მიმდებარედ, მტკვარში, ათი დღის წინ დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის კაცმა მდინარეში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდ...

მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

1760524375

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თვითმმართველობა დღეს განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპზეა

„4 ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ქვეყანამ აირჩია თვითმმართველობის ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირი, უშუალო კავშირი გააჩნია თითოეულ მოქალაქესთან“,- განაცხადა რეგიონული პო...

ირაკლი ქადაგიშვილი