დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „თავისუფლების ინსტიტუტი“ თავის შორსმიმავალ მზაკვრულ სტრატეგიაში წმ. ილია მართალს რომ ამოეფარა და ახალგაზრდობის გენმოდიფიცირების ცენტრი რომ შექმნა „ილიაუნის“ სახელით
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფების სტრატეგიას ეხმიანება, რომლებიც ავტორიტეტული ფიგურების გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებრივი გავლენის მოპოვებას.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა გამოიყენებოდა როგორც წმინდა ილია მართლის სახელთან მიმართებით, ისე მეუფე ესაიას შემთხვევაში.
„კოლექტიური „თავისუფლების ინსტიტუტი“ თავის შორსმიმავალ მზაკვრულ სტრატეგიაში წმ. ილია მართალს რომ ამოეფარა და ახალგაზრდობის გენმოდიფიცირების ცენტრი რომ შექმნა „ილიაუნის“ სახელით - იგივე მიდგომა იყო, მეუფე ესაიას ამოფარებოდნენ პატრიარქის არჩევნებისას. მეორე საკითხია, ეს ან რატომ არ ესმოდა, ან რატომ ეგუებოდა ამას თავად მეუფე - ამას საერთოდ არ მინდა შევეხო. უბრალოდ საუბარი მაქვს მათი ქცევის ჩვეულ მანერაზე - საკუთარი როდესაც არ გაგაჩნია, ან ზუსტად ისეთი რომ გაგაჩნია, საზოგადოებაში ზიზღს და მიუღებლობას რომ იწვევს - სწორედ რომ შენი ორგანული სიძულვილის ობიექტს, რაღაც კარგს, სუფთას, ნათელს, ავტორიტეტულს უნდა ამოეფარო საკუთარი ბოროტების დასაფარად და საბოლოო გეგმებში სწორედ ამ ავტორიტეტის დაკნინებისა და გაუფასურების მიზნით. მსგავსად კონტრაცეპტივებზე ჩვენი წმინდანების გამოსახულებებისა - მათ მიმართ „პატივისცემისა“ და „მოწიწების“ ნიშნად. არა და, სწორედ სუფთა და წრფელი ადამიანის შთაგონებით იწყება დავით მეფის „ფსალმუნნი“ - „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა“. ყოველ ჯერზე მახსენდება ეს სტრიქონი უწმინდესის მაღალი იერარქიის მქონე „სულიერ შვილებს“ - „უშჯულოთა საჯდომელში“ მოკალათებულებს რომ ვხედავ „მამულის, ენისა და სარწმუნოების“ მკვლელ ტელევიზიებში…“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1778313642
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ასევე, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც, შუა დერეფნის კონტექსტში. ქადაგიძემ გან...
1778313109
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...
1778313032
ახალი ამბებიპრემიერი: იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა
იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, - ამის შე...
1778312959
ახალი ამბებიპრემიერი: სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში
სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახა...
1778312754
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ
ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული, მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგ...































