მაკა ბოჭორიშვილი: პირდაპირ ხდება მითითება სასამართლოზე, ეს არის სრულიად მიუღებელი და იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც, წესით და რიგით, უნდა ეფუძნებოდნენ ევროპული სტრუქტურები
„როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოზე ზემოქმედება, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური განცხადებებით პოლიტიზება, ეს სრულად აცდენილია იმ ევროპულ სტანდარტს, რომელზეც აპელირება გვესმის ძალიან ხშირად“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საკონსტიტუციო სარჩელზე უცხოეთიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, პოლიტიკური პარტიების შესახებ არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება და ყველას აქვს უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
„ამ შემთხვევაში ჩვენ გვესმის სხვადასხვა ორგანიზაციის, პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები, რომლებიც წინასწარ აფასებენ პროცესს, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს გადაწყვეტილებამ, პირდაპირ ხდება მითითება სასამართლოზე. ეს არის სრულიად მიუღებელი და იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც, წესით და რიგით, უნდა ეფუძნებოდნენ ევროპული სტრუქტურები, თუმცა ძალიან ხშირად საქართველოსთან მიმართებით ამ ფასეულობების არასწორად გამოყენებას ვხედავთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1795112810
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულები იმყოფებიან. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, კლინიკაში მყოფი ბავშვები...
1795110436
ახალი ამბებიფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი - მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. ამ ეტაპისთვის მაშველებმა ჯამში 5 ად...
1795109512
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, „იმედში“ შეიჭრა და „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ძალაუფლებაში ყოფნის დროს „იმედში“ შეჭრისა და „რუსთავი 2“-ის წართმევის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახლაც ბედნიე...
1795109029
ახალი ამბებისაახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო გად...
1795108263
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას, ოპოზიციის წევრები უსაგნო და უშინაარსო კითხვებს სვამენ
„საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას, ოპოზიციის წევრები უსაგნო და უშინაარსო კითხვებს სვამენ“, - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხა...































