მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები არიან მოთავსებული.მინისტრმა დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მიიღო.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ოჯახებს მინდა სამძიმარი გამოვუცხადო. ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა და ურთულესი, ძალიან მძიმე ამბავია

რაც შეეხება აქ საავადმყოფოში მყოფებს, განსაკუთრებით ბავშვებს, მათი მდგომარეობა ნორმალურია, საბედნიეროდ. აქ მყოფ ორ ბავშვს არავითარი ისეთი რაიმე სახიფათო და რთული დაზიანება არ მიუღიათ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან მაინც და ბუნებრივია, რომ ასეც გაგრძელდება. უკლებლივ ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი.

ველოდებით იქ სამძებრო სამუშაოებს, იმის მიხედვით, როგორ წარიმართება, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი მხრივ და სამედიცინო დაწესებულებები აბსოლუტურად მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ყველას, ვისაც დასჭირდება სამედიცინო მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მხრივ, ყველა თვალსაზრისით.

რაც შეეხება ბავშვებს, იმის მიხედვით, როგორი საჭიროება იქნება - ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა სახის საჭიროება, ბუნებრივია, რომ ამას ყველაფერს უზრუნველვყოფთ და მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს, რომლებსაც ასეთი ცუდი ამბავი დაემართათ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტს, რომელიც დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, მინისტრმა აღნიშნა, რომ მდგომარეობა მძიმეა და ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

მინისტრის განმარტებით, კლინიკაში კიდევ ერთი ქალბატონი იყო მოთავსებული, რომელიც საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795110436

ახალი ამბები

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი - მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. ამ ეტაპისთვის მაშველებმა ჯამში 5 ად...

მეხუტე ადამიანი ფონიჭალა

1795109512

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, „იმედში“ შეიჭრა და „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ძალაუფლებაში ყოფნის დროს „იმედში“ შეჭრისა და „რუსთავი 2“-ის წართმევის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახლაც ბედნიე...

თენგიზ შარმანაშვილი

1795109029

ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო გად...

საახალწლო ილუმინატები

1795108263

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას, ოპოზიციის წევრები უსაგნო და უშინაარსო კითხვებს სვამენ

„საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას, ოპოზიციის წევრები უსაგნო და უშინაარსო კითხვებს სვამენ“, - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხა...

გიორგი კახიანი

1795106813

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უმდაბლეს დონეზე ჩამოტანა

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის უზრუნველყოფილი, რაც გარანტირებულია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, იქნება ეს საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა,...

არჩილ გორდულაძე