მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით, რაც კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობას და ახალ შესაძლებლობლებს ხსნის

მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, ასევე შევხვდები პრემიერ-მინისტრს, დღეს ჩემს ძვირფას კოლეგასთან, მეგობართან მქონდა შესაძლებლობა, სიღრმისეულად გვესაუბრა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით,  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება.

„ჩვენ გვქონდა პატივი, საქართველოში გვემასპინძლა აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, მაისში საქართველოს პრემიერის ვიზიტი განხორციელდა ბაქოში, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების საქმეში. ასევე, გვქონდა პატივი, გვემასპინძლა აზერბაიჯანის დელეგაციისთვის და სიღნაღში გაგვემართა ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატში შეხვედრა.

ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ ერთმანეთს წლის განმავლობაში არაერთ ფორმატში. 2026 წელი შინაარსის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აღსანიშნავია ბაქო-თბილის-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის აღდგენა.

მნიშვნელოვანი იყო ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის მოდერნიზაციის დასრულება. ეს პროექტი არა მხოლოდ სამი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ რეგიონული მნიშვნელობა აქვს. მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი შეთანხმებები იყო ენერგეტიკის სფეროში.

გაფორმებული შეთანხმებები კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და ხსნის ახალ შესაძლებლობებს. პოზიტიური დინამიკა გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხის თვალსაზრისით, ინვესტიციების მხრივ, თუმცა პოტენციალი არის უფრო მეტი. ამ შემთხვევაშიც, მოხარული ვიქნებით, თუ ვნახავთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795525996

საზოგადოება

პოლიციამ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლი...

დაკავება დაკავება

1795525241

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი: 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს

2026 წლის ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ცვლილებები...

ლაშა ხუციშვილი

1795523206

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრს: არ გრცხვენიათ, ასე რომ იტყუებით? ბოლო აღწერის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 3 მილიონ 900 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, საიდანაც ეთნიკურად ქართველები დაახლოებით 85%-ია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების პოლიტიკურ განცხადებებს უპასუხა, რომლებიც, მი...

ლევან მაჭავარიანი

1795522291

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ ეტაპზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპ...

აბრაამი  აბრაამი

1795521608

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ ალიევთან საქართველოსა და აზერბა...

მაკა ბოჭორიშვილ