მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში წვლილი შეიტანოს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეუთოს უსაფრთხოების ფორუმი არის მნიშვნელოვანი ფორმატი - „სადაც ძირითადად ხდება ეუთო-ს ფარგლებში უსაფრთხოების და ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა. საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი.“

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები.

„ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან რომ თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით, და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მუდმივად იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტები გაკეთებული, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ნორმების შესრულებაზე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო პრინციპების დარღვევა“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში ასევე განიხილება ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხებიც, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი.

„რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი და ომი უკრაინაში რჩება ჩვენი რეგიონისთვის ისევ და ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად, და ჩვენი დღის წესრიგიც მიმართული იქნება სწორედ ამ საკითხზე მსჯელობების ხელშესაწყობად“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ წარადგინა განაცხადი მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე.

„ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ მონაწილე ქვეყნებმა ერთსულოვნად, ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. ვნახოთ, როგორ წარიმართება მუშაობა ამ საკითხზე. ჯერ ადრეა საუბარი, რამდენად იქნება ჩვენი კანდიდატურა მხარდაჭერილი. თუმცა, მეორე მხრივ, ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველა მიმართულებით, რაზედაც ეუთო მუშაობს, საკუთარი სიტყვა სათქმელი - იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები, დაკავშირებადობა, ეკონომიკური განვითარება თუ ადამიანის უფლებები - მნიშვნელოვანი იქნება ეუთოს მომავალი მუშაობისთვის, თუკი მის კანდიდატურას მონაწილე ქვეყნები დაუჭერენ მხარს,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776865730

ახალი ამბები

გია ვოლსკი - სახელმწიფოს დასაცავად სამთავრობო სტრუქტურაში ძალოვანი ორგანოების კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერებულია, მამუკა მდინარაძეს კარგი ორგანიზაციული რესურსი აქვს

პატარა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, გლობალური გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსები აქვს, მაგრამ ეს უნდა იქნეს დაკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით, რომელიც მამუკა მდინარაძეს აქვს, – ამის...

ვოსლკი

1776864106

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეაჯამა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული რეგიონული ეკოლოგიური სამიტი, სადაც ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვით...

მიხეილ ყაველაშვილი

1776863569

ახალი ამბები

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლის დავალებით, თანხის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალები...

სუს ი

1776863348

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.6938 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6938 ლარი იყო. გაუფას...

ლარის კურსი

1776862340

საზოგადოება

პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. ინფ...

დაკავებულია ერთი პირი