სულხან თამაზაშვილი: მჯერა, რომ აჭარაში დაწყებული პროექტები და ინიციატივები აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით განხორციელდება

სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს, პარტია „ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ერთობლივი და დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები სწორედ ამ ადამიანების პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და მაღალი პასუხისმგებლობის დამსახურებაა.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო აჭარის მთავრობის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს, პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, იმ ერთობლივი და დაუღალავი შრომისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონის განვითარებას ემსახურება.

გასული ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები სწორედ ამ ადამიანების პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და მაღალი პასუხისმგებლობის დამსახურებაა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ვტოვებ, მაგრამ მჯერა, რომ დაწყებული პროექტები და ინიციატივები, რომლებიც ეკონომიკურ წინსვლასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის.

მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.

„განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელთან ერთად გავაგრძელებ“, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776867609

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა....

მარიამ ქვრივიშვილი

1776866567

ახალი ამბები

მაჭავარიანი: ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი უნდა იყოს კვალიფიციური ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში, სამართალდამცავი უწყებების მუშაობასა და პოლიტიკურ პროცესებში - მდინარაძე ამ სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის იდეალური კანდიდატია

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სამთავრობო ცვლილებები მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მამუკა მდინარაძე...

ლევან მაჭავარიანი

1776865730

ახალი ამბები

გია ვოლსკი - სახელმწიფოს დასაცავად სამთავრობო სტრუქტურაში ძალოვანი ორგანოების კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერებულია, მამუკა მდინარაძეს კარგი ორგანიზაციული რესურსი აქვს

პატარა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, გლობალური გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსები აქვს, მაგრამ ეს უნდა იქნეს დაკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით, რომელიც მამუკა მდინარაძეს აქვს, – ამის...

ვოსლკი

1776864106

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეაჯამა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული რეგიონული ეკოლოგიური სამიტი, სადაც ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვით...

მიხეილ ყაველაშვილი

1776863569

ახალი ამბები

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლის დავალებით, თანხის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალები...

სუს ი