საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის და კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში გრძელდება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრების შეხვედრა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტთან პილარ მილაგროს როხო ნოგუერასთან და კომიტეტის წევრებთან გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო–ესპანეთის ურთიერთობებზე, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობაზე.

საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა უსაფრთხოება, კონფლიქტები და რეგიონში მიმდინარე ომები.

ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და მათ გავლენაზე ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებზე და კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც ამ ურთიერთობებში არსებობს.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ხელისუფლების მზადყოფნას, ყველა საკითხზე ღიად იმსჯელოს ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ესპანელი კოლეგები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776869727

ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებ...

პროკურატურა

1776868842

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში წვლილი შეიტანოს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მაკა ბოჭორიშვილ...

მაკა ბოჭორიშვილი

1776867609

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა....

მარიამ ქვრივიშვილი

1776866567

ახალი ამბები

მაჭავარიანი: ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი უნდა იყოს კვალიფიციური ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში, სამართალდამცავი უწყებების მუშაობასა და პოლიტიკურ პროცესებში - მდინარაძე ამ სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის იდეალური კანდიდატია

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სამთავრობო ცვლილებები მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მამუკა მდინარაძე...

ლევან მაჭავარიანი

1776865730

ახალი ამბები

გია ვოლსკი - სახელმწიფოს დასაცავად სამთავრობო სტრუქტურაში ძალოვანი ორგანოების კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერებულია, მამუკა მდინარაძეს კარგი ორგანიზაციული რესურსი აქვს

პატარა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, გლობალური გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსები აქვს, მაგრამ ეს უნდა იქნეს დაკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით, რომელიც მამუკა მდინარაძეს აქვს, – ამის...

ვოსლკი