თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა

„ორბანის და მადიარის ამომრჩეველი კონსერვატორია, ანუ ტრადიციული პოლიტიკური კულტურის მხარდამჭერები, ვისთვისაც ღირებულებები უმთავრესია“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ. მისი თქმით, მადიარი არ დათანხმდება ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს და მიღებული ანტი-ლგბტ კანონმდებლობა უნდა გაუქმდეს

„მაქვს ეჭვი, რომ ის, რაც მოხდა უნგრეთში იყო დიდი პოლიტიკური თამაში. ვფიქრობ, მათ შეძლეს ევრობიუროკრატების რაღაც დონეზე მოტყუება და ხელისუფლების სათავეში მოიყვანეს ორბანის საუკეთესო ვარიანტი. ორბანი 16 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და მას ჰქონდა გარკვეული ეკონომიკური შეცდომები. უნგრეთში გრძელდება იგივე იდეოლოგია, რაც იყო ორბანის მმართველობის დროს და ჯერჯერობით ცვლილებები არ ჩანს. აღსანიშნავია, რომ ის, რაც სურდა ორბანს, ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით, მაგრამ ვერ შეძლო, უკვე გააკეთა მადიარმა. ეჭვი მაქვს, რომ მადიარი არ დათანხმდება ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს და მიღებული ანტი-ლგბტ კანონმდებლობა უნდა გაუქმდეს. მადიარი კონსერვატორია, მასაც, ისევე როგორც ორბანს საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ. ვფიქრობ, რომ ის ამ კუთხით წინამორბედის გზას გააგრძელებს და არ დათანხმდება ამ საკითხის მიღებას. შეიძლება რაღაც დონეზე ანგარიში გაუწიოს ევროკავშირს და რაიმე დათმოს, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხის დათმობა ნიშნავს, რომ ის დათმობს მის მთელ იდეოლოგიას. მას არჩევნებში მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ ახალგაზრდა კონსერვატორია. ამ არჩევანით უნგრეთის სათავეში ხალხმა მოიყვანა ისევ კონსერვატორები, აქ კი უნდა გაკეთდეს დასკვნა: ორბანის და მადიარის ამომრჩეველი კონსერვატორია, ანუ ტრადიციული პოლიტიკური კულტურის მხარდამჭერები, ვისთვისაც ღირებულებები უმთავრესია. უნგრელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის არა ლიბერალიზმი, რომელზედაც დგას ჯერ კიდევ ბრიუსელი, არამედ საპირისპირო ტრადიციული პოლიტიკური იდეოლოგია“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776867609

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა....

მარიამ ქვრივიშვილი

1776866567

ახალი ამბები

მაჭავარიანი: ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი უნდა იყოს კვალიფიციური ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში, სამართალდამცავი უწყებების მუშაობასა და პოლიტიკურ პროცესებში - მდინარაძე ამ სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის იდეალური კანდიდატია

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სამთავრობო ცვლილებები მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მამუკა მდინარაძე...

ლევან მაჭავარიანი

1776865730

ახალი ამბები

გია ვოლსკი - სახელმწიფოს დასაცავად სამთავრობო სტრუქტურაში ძალოვანი ორგანოების კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერებულია, მამუკა მდინარაძეს კარგი ორგანიზაციული რესურსი აქვს

პატარა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, გლობალური გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსები აქვს, მაგრამ ეს უნდა იქნეს დაკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით, რომელიც მამუკა მდინარაძეს აქვს, – ამის...

ვოსლკი

1776864106

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეაჯამა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული რეგიონული ეკოლოგიური სამიტი, სადაც ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვით...

მიხეილ ყაველაშვილი

1776863569

ახალი ამბები

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლის დავალებით, თანხის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალები...

სუს ი