ნანა კაკაბაძე: გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს, ეს მაინც უნდა სცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა
მოძრაობა „ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც გივი თარგამაძის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.
კაკაბაძის თქმით, თარგამაძე მას „გარუსებული ღრუზინების“ მთავარ იდეოლოგად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ მან პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა ურჩია, ან აიძულა, პროკურატურას - პოლიტიკოსების წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლებით ბრალის წაყენება, ხოლო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.
კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ხალხის მობილიზებას ემსახურება.
„გივია თარგამაძის ვნებანი“
„ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჩამიგდო საიდანღაც „ფეისბუკზე“ ამოვარდნილი გივი თარგამაძისა და ეკა კვესიტაძის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ისინი მსჯელობენ „გარუსებული ღრუზინების“ მავნე ქმედებებზე და მათგან მომავალ საფრთხეებზე.
ეს ჩვენი დიდი სტრატეგი და ანალიტიკოსი გივია თარგამაძე ამ დიალოგისას ბევრ „გენიალურ“ მარგალიტს აფრქვევს წაღმა-უკუღმა, თუმცა ამაზე ახლა არ შევჩერდები, მით უმეტეს, რომ ეს „დიდი პატრიოტი“ იმავე გადაცემაში ამბობს, რომ ეს ყველაფერი 28 ნოემბერს ჩანიშნულ აქციაზე ხალხის მობილიზაციისთვის სჭირდება, რათა მერე ამ აქციის „გრანდიოზულობის“ წარმოჩენის შესაძლებლობა ჰქონდეს.
ყურადღება მიმაპყრობინა ამ გადაცემაში თარგამაძის მხრიდან ჩემი სახელის რამდენჯერმე „უაზროდ“ ხსენებამ.
ჯერ ვიფიქრე, ეს, ალბათ, ცუდად გამოძინებული, ან პახმელიაზე მყოფი გივის მორიგი ფანტაზიის ნაყოფია მეთქი, მაგრამ მერე გავიხსენე, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი გივიაც კი თავის ბაბლში რაღაც ანგარიშგასაწევ „პოლიტიკოსს“ წარმოადგენს და ამიტომ მოკლედ მინდა ვუპასუხო მის ნაბოდვარს.
მოკლედ, ეს ჩვენი გივია „გარუსებული ღრუზინების“ მთავარ იდეოლოგად ნანა კაკაბაძეს წარმოაჩენს და ამტკიცებს, რომ თურმე მე ვაიძულე (ან ვურჩიე) პარლამენტს, რომ შეექმნათ საგამოძიებო კომისია, მე ვაიძულე პროკურატურა, რომ ბრალი წაეყენებინათ პოლიტიკოსების წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლებით და თურმე მე ვაგროვებ ხელმოწერებს, რომ აღდგეს საქართველოს და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა.
ახლა აქ არ არის იმის მტკიცების ადგილი, თუ თვითონ გივი თარგამაძემ და მისმა ბელადმა პატრიოტული რიტორიკით შეფუთული რამდენი პრორუსული საქმე გაუკეთეს ოკუპანტ ქვეყანას, რადგან ეს ყველამ (ვინც თავს არ იშტერებს, ან თვალებს არ იბრმავებს) ისედაც კარგად იცის.
მხოლოდ იმაზე ვუპასუხებ, რასაც ბედავს და პირადად ჩემზე ავრცელებს ეს ვერშემდგარი და ვერგამოფხიზლებული „პატრიოტი“, რათა ის ადამიანები დარწმუნდნენ მის სიცრუეში, რომლებიც ჯერ კიდევ სერიოზულად აღიქვამენ მის ნაბოდვარს.
1. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების პირველივე დღეებიდან თითქმის 1-2 წლის მანძილზე ვითხოვდი „ნაცების“ გასამართლებას, უკვე ხელიც კი მქონდა ჩაქნეული, ვინაიდან საშველი არ დაადგა სამართლიანობის აღდგენასა და საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე უსამართლო, სისხლიანი რეჟიმის გასამართლებას. აღარც მჯეროდა, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა. ამიტომ საერთოდ არავითარი შეხება არ მქონია 12-13 წლის შემდეგ საპარლამენტო კომისიის შექმნასთან, ეს ჩემთვის იყო მოულოდნელი მოვლენა. თუმცა კომისიის მუშაობის შედეგებით მაინც კმაყოფილი ვარ („სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“).
2. პროკურატურისადმი მიმართვაზე ვიტყვი იმას, რომ საჭირო საქმედ მიმაჩნია, როდესაც ადამიანი ხედავს პოლიტიკოსების მხრიდან ქვეყნისათვის აშკარა ზიანის მიყენებას, ან ზიანის მიყენების მცდელობებს, უნდა/ცდილობს იმის გარკვევას, ეს უბრალოდ ვერშემდგარი პოლიტიკოსების შეცდომების შედეგია, თუ ქვეყნის ღალატში ჩართული პოლიტიკოსების მხრიდან სახელმწიფოს შეგნებულად დაზიანება ვიღაცის (თუ ვიღაცების) დავალებით.
ზემოხსენებულის გამოძიების კომპეტენცია კი სწორედ პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს.
ეს მაინც უნდა სცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც, ან თითქოს ჩემს დავალებებს ასრულებდეს პროკურატურა.
3. განსაკუთრებით სასაცილოა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ხელმოწერებთან ჩემი რაიმე კავშირი. აქაც ჩვეულ ხერხს მიმართავს ვერგამოფხიზლებული გივია თარგამაძე და ლამის გუშინდელ ამბად წარმოაჩენს თითქმის 2 წლის წინ თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ შეკრებას, რომელზეც საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე და რომელსაც მეც ვესწრებოდი. მისი აზრით, სწორედ იქ გადაწყდა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხებზე ხელმოწერების შეგროვების დაწყება. იმიტომაც აცხადებს ამას ახალ ამბად, რომ ხალხმა ეს სისულელე დაიჯეროს, თორემ თუ იტყოდა, რომ ის ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა 2025 წლის გაზაფხულზე გაიმართა, ხომ იფიქრებდა ხალხი, ახლა რატომ გახდა აქტუალური თითქმის 2 წლის წინანდელი შეკრების გადაწყვეტილებებიო?
შეიძლება ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგაც ისევ „გარუსებული ღრუზინების“ იდეოლოგად ჩამთვალოს თარგამაძე-კვესიტაძის ბაბლის შემადგენლობის ნაწილმა, მაგრამ ესეც არ იქნება გასაკვირი, რადგან არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ვერასოდეს მოახერხებენ არქიფო სეთურის მრევლის მდგომარეობიდან გამოსვლას. ამიტომ ასეთებს ვუსურვებ, ღმერთმა ნუ მოუშალოთ კაკოია თაბაგარის (გივია თარგამაძის) ბაბლში ყოფნა“, - წერს კაკაბაძე.
1795432037
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო, ღმერთმა და წმინდა გიორგიმ გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა
გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა გიორგიმ...
1795430888
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე
ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, -...
1795429893
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა საპატრიარქოსთანაც და მივიღეთ გადაწყვეტილება, აიკრძალოს სუროგაცია საქართველოში, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ეს აკრძალულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია. მაჭავარიანის თქმით, მოხდა ამ მიმართულების მაქსიმალური კომერციალიზაცია და არსე...
1795429064
ახალი ამბებიდეკანოზი შალვა კეკელია: ძალიან გაგვიხარდა, რომ სახელმწიფო სუროგაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს იღებს, სუროგაცია ეკლესიისთვის მიუღებელია
ძალიან მნიშვნელოვანია სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც სახელმწიფო იღებს. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დ...
1795427948
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს, ზურაბიშვილი დაიბრალებს ლიდერობას, გვარამია, თუ სააკაშვილი, მათ მიმართ ხალხის ნდობა განულებულია
სალომე ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია მთლიანად აგენტურული ოპოზიცია, რომელიც ზურაბიშვილის იმედად არის დარჩენილი. ყველაზე „რეიტინგული“ ფიგურა ჰყავთ სალომე ზურ...































