შალვა პაპუაშვილი: ილია მეორე ხშირად ამბობდა – ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს, მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა, არის ერთობა - ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა

დღეს განსაკუთრებული დღეა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ გიორგობას ადგილას, სადაც განისვენებს მოციქულთა სწორი წმინდა ნინო, ქართველი ერის განმანათლებელი, ქართული სახელმწიფოს ქრისტიანობაზე მომქცევი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბოდბის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილმა საზოგადოებას გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ქართველი ხალხის, საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

პაპუაშვილის თქმით, ერთობა პატრიარქ ილია მეორის განსაკუთრებული საზრუნავი იყო.

„წელს მთელი ერი აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ამ წლის განმავლობაში ჩატარდა ბევრი ღონისძიება. ჩვენც გახლდით ბევრ ეპარქიაში, მოვილოცეთ იქაური სიწმინდეები და ყველგან ვნახეთ მტკიცე ეკლესია, სარწმუნეობაში განმტკიცებული ხალხი, საზოგადოება და ის ერთობა, რომელიც წლევანდელ წელს გამოარჩევდა. ერთობა ჩვენი წმინდა პატრიარქის, ილია მეორის განსაკუთრებული სალოცავი და საზრუნავი იყო. ის დღეები, როდესაც ჩვენ ყველა ვემშვიდობებოდით ჩვენს პატრიარქს, იყო ბეჭდის დასმა ქართველი ერის ერთობისა, ქრისტეს ეკლესიაში ქართველი ხალხის ერთობისა. ამ ერთობის ნაწილი არის საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა, ის სინერგია, რომელიც ამ ორ საწყისს, ამ ორ საყრდენს უნდა ახასიათებდეს და რომლისთვისაც იღვაწა ილია მეორემ. არ იყო დაწერილი, რანაირად უნდა მოქცეულიყო ერი, თუ ბერი იმისთვის, რომ ეს სინერგია შემდგარიყო. ეს ყველაფერი ილია მეორემ თავისი ქცევით, თავისი ბრძნული გადაწყვეტილებებით გვაჩვენა და ყველა რთული პერიოდი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებისა ბრძნულად გამოგვატარა. დღეს უფრო იოლია ამ გზის გავლა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ილია მეორის მაგალითი, საჭიროა, უბრალოდ დავფიქრდეთ, როგორ მოიქცეოდა ილია მეორე ამა, თუ იმ ვითარებაში, მით უმეტეს, რომ მას ყველა ასეთი ვითარება გამოვლილი აქვს, როგორ მოიქცეოდა ის თავად, როგორც ბერის წარმომადგენელი და როგორი მოლოდინი ექნებოდა მას ჩვენ მიმართ, როგორც ერის წარმომადგენლების. საჭიროა, მხოლოდ დავფიქრდეთ და უბრალოდ მივბაძოთ, სხვას თუ ვერაფერს შევძლებთ.

ჩვენ წმინდა გიორგის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ საქართველოში, ვინაიდან წმინდა გიორგი იყო მებრძოლი მხედარი, ქრისტესთვის თავდადებული წმინდანი. ჩვენთვის წმინდა გიორგი იყო ყოველთვის ის წმინდანი, რომელსაც მივმართავდით ყოველ ბრძოლაში, ხილულ, თუ უხილავ ბრძოლაში ჩვენი თანადგომისთვის. ის იყო, ვინც ჩვენს ერთობას ამტკიცებდა.

ჩვენი პატრიარქი ილია მეორე ასევე ხშირად ამბობდა – ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა, ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა. ამ ორი საყრდენის სიძლიერეში და სიმტკიცეში, გაზიარებულ პასუხისმგებლობაშია ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერის მომავლის იმედი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ გიორგობას. წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს, მისი რწმენა ამტკიცებდეს ჩვენს რწმენას და აძლიერებდეს ჩვენს ერთობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795430888

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე

ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, -...

ირაკლი კობახიძე

1795429893

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა საპატრიარქოსთანაც და მივიღეთ გადაწყვეტილება, აიკრძალოს სუროგაცია საქართველოში, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ეს აკრძალულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია. მაჭავარიანის თქმით, მოხდა ამ მიმართულების მაქსიმალური კომერციალიზაცია და არსე...

ლევან მაჭავარიანი

1795429064

ახალი ამბები

დეკანოზი შალვა კეკელია: ძალიან გაგვიხარდა, რომ სახელმწიფო სუროგაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს იღებს, სუროგაცია ეკლესიისთვის მიუღებელია

ძალიან მნიშვნელოვანია სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც სახელმწიფო იღებს. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დ...

მამა შალვა კეკელია

1795427948

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს, ზურაბიშვილი დაიბრალებს ლიდერობას, გვარამია, თუ სააკაშვილი, მათ მიმართ ხალხის ნდობა განულებულია

სალომე ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია მთლიანად აგენტურული ოპოზიცია, რომელიც ზურაბიშვილის იმედად არის დარჩენილი. ყველაზე „რეიტინგული“ ფიგურა ჰყავთ სალომე ზურ...

ლევან მაჭავარიანი

1795426674

საზოგადოება

პაატა ჟორჟოლიანი: როგორც მეან-გინეკოლოგი, სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ! ეს არის მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებული პოზიცია

„როგორც ექიმი და მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!“ - წერს სოციალურ ქსელში მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი. როგორც ის აღნიშნავს, მისი პოზიცია არ ა...

პაატა ჟორჟოლია