სენატორი ლინდსი გრეჰემი ევროპას: „გაჩუმდით“ და გაყიდეთ გრენლანდია
რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა განაცხადა, რომ გეგმავს, ევროპელ ლიდერებს მოუწოდოს, გრენლანდია აშშ-ს მიჰყიდონ, რადგან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავოსში გამოსვლამ იგი დაარწმუნა, რომ აშშ-ს ეს ტერიტორია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.
„ჩვენ არ ვაპირებთ გრენლანდიის ძალით აღებას, მაგრამ გრენლანდია ძალიან საფუძვლიანი მიზეზების გამო გვჭირდება. მან დამარწმუნა, რომ თუ მიწის ეს ნაკვეთი ჩვენი საკუთრება იქნება, მისი გამაგრება სხვაგვარად შეგვიძლია“, - განუცხადა გრეჰემმა ჟურნალისტებს ტრამპის მიმართვის შემდეგ.
ამერიკელმა სენატორმა დასძინა, რომ ახლა ის ევროპელ ოფიციალურ პირებს ურჩევს, დაიწყონ მოლაპარაკებები ტერიტორიის საკუთრებაზე, „თუ ნახევარი ტვინი“ აქვთ და აღნიშნა, რომ ეს საბოლოოდ ნატოს გააძლიერებს.
გრეჰემმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, რომელიც, მისი თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებების გამო შეშფოთებულია. რესპუბლიკელმა სენატორმა აღნიშნა, რომ ფინეთის ლიდერს მოუწოდა, არ შეეწინააღმდეგოს ტრამპის მცდელობას გრენლანდიის მისაკუთრების შესახებ.
„დავიღალე ევროპის ლაპარაკით: „ოჰ, უთხარით მას...“, არა, თქვენ გაჩუმდით. მე არ ვაპირებ მისთვის ამის თქმას, თქვენ წადით და უთხარით“, - განაცხადა გრეჰემმა.
1769013199
ახალი ამბებიმაია ომიაძე: 2025 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4,7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა
„2025 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4,7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყოველი კვარტლის სტატისტიკური მაჩვენებლები იყო მზარდი და დ...
1769012741
ახალი ამბებიპოლიციამ 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოქალაქე აგრესიული იყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს...
1769011454
ახალი ამბებისაქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს შეხვდება
ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში, საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 14:11 დაამარცხა. შეხვედრის სამი მეოთხედი თანაბარ ბრძო...
1769010757
ახალი ამბებიტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს: თქვენ ჩვენი წყალობით არსებობთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის სიტყვით გამოსვლაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ კანადა შეერთებული შტატების წყალობით არსებობს. მსოფლიო ეკონომიკუ...
1769008439
ახალი ამბებიგარდაბნის მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშიანში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად და საავტომობილო მოძრაობის სრულად აღსადგენად, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას გარდაბნის...































