პროკურატურამ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარედგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 იანვარს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მათ თანმხლებ ორ პირთან ერთად განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.

„ძალადობაში მონაწილე ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769013199

ახალი ამბები

მაია ომიაძე: 2025 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4,7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა

„2025 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4,7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყოველი კვარტლის სტატისტიკური მაჩვენებლები იყო მზარდი და დ...

მაია ომიაძე

1769012741

ახალი ამბები

პოლიციამ 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა

თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოქალაქე აგრესიული იყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს...

ერთი პირი დააკავა

1769011454

ახალი ამბები

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს შეხვდება

ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში, საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 14:11 დაამარცხა. შეხვედრის სამი მეოთხედი თანაბარ ბრძო...

 წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა

1769010757

ახალი ამბები

ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს: თქვენ ჩვენი წყალობით არსებობთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის სიტყვით გამოსვლაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ კანადა შეერთებული შტატების წყალობით არსებობს. მსოფლიო ეკონომიკუ...

ტრამპი

1769008439

ახალი ამბები

გარდაბნის მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშიანში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად და საავტომობილო მოძრაობის სრულად აღსადგენად, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას გარდაბნის...

გარდაბნის მაღალმთიან სოფლებში