პაატა სალია: „ქართულ ოცნებას“ არასოდეს შეუცვლია უკრაინის მიმართ პოზიცია

„ქართულ ოცნებას არასოდეს შეუცვლია უკრაინის მიმართ პოზიცია, ჩვენ მუდმივად ვრჩებოდით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორი ქვეყნის ურთიერთობების შეფასებისას გააკეთა.

„ქართულ ოცნებას“ არასოდეს შეუცვლია უკრაინის მიმართ პოზიცია, ამაზე მეტყველებს ფაქტები, რეზოლუციები და ჩვენი ხელმოწერები სხვადასხვა დოკუმენტებზე. საქართველო მუდმივად მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ პირთა და წარმომადგენელთა დამოკიდებულება შეიცვალა, ჩვენ იმასაც ვაცხადებდით, რომ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების კრიტიკა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან გაფუჭებას არ ნიშნავს.

„ჩვენი მხრიდან უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენელთა კრიტიკა არც არავის აუკრძალავს და არც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მათი მხრიდან ვხედავდით უსამართლო დამოკიდებულებას. სწორედ ეს იწვევდა ჩვენს გულისტკივილს, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებოდით. მოხარული ვიქნებით, თუ ურთიერთობა უკრაინასა და საქართველოს შორის დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რაც იყო გარკვეულ პერიოდამდე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778152359

ახალი ამბები

მეტროსადგურ „300 არაგველზე“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. მეტროსადგურ „300 არაგველზე“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ. ადგილზე  სასწრაფო და სამაშველო ჯგუ...

ზოგადი

1778151152

ახალი ამბები

პაატა სალია: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაში აისახა მხოლოდ ერთი მხარის დაუსაბუთებელი განცხადებები, გულისტკივილის საფუძველს წარმოადგენს უსამართლო დამოკიდებულება, რასაც ევროკავშირისგან ვხედავთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მოკლე დროში მომზადებული სქელტანიანი დოკუმენტი ძირითადად დაუსაბუთებელ მოსაზრებებს ეფუძნება. ს...

პაატა სალია

1778150310

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება, ჩვენ ვართ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი

„ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საპარლამენტო დიპლომატიის შესახებ დისკუსიაში, PAM-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და პრეზიდენტების პირველი სამიტის ფარგლებში. სა...

შალვა პაპუაშვილი

1778148345

ახალი ამბები

გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მას პატიმრობა შეეფარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან უერთიერ...

გიორგი უძილაურ

1778146967

ახალი ამბები

კახა კალაძე: მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის წამების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ის კამპანია, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ...

კახა კალაძე