დავით ქართველიშვილი: გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, გაძვირდა პრაქტიკულად ყველაფერი - პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი და დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება

„სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში დაფიქსირდა ქვეყანაში ფასების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზრდა ბოლო წლების განმავლობაში“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, გაძვირდა პრაქტიკულად ყველაფერი - პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი.

მისივე შეფასებით, ეს ხდებოდა არა გლობალური ომის ან რეგიონული სატრანზიტო კოლაფსის ფონზე, არამედ იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ქაოსური გადაწყვეტილებებითა და პანიკური მართვით იყო პარალიზებული.

„პარტია „გახარია გერმანიისთვის“ დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება, თითქოს ეს ყველაფერი მარსიდან ჩამოვარდნილი სტიქიური უბედურება იყოს. თუმცა ქართულ საზოგადოებას მეხსიერება ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში დაფიქსირდა ქვეყანაში ფასების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზრდა ბოლო წლების განმავლობაში: გაძვირდა პრაქტიკულად ყველაფერი - პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი. და ეს ხდებოდა არა გლობალური ომის ან რეგიონული სატრანზიტო კოლაფსის ფონზე, არამედ იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ქაოსური გადაწყვეტილებებითა და პანიკური მართვით იყო პარალიზებული.

დღეს განსაკუთრებით კომიკურია იმის ყურება, როგორ ცდილობენ ადამიანები, რომელთა მმართველობის პერიოდში ინფლაციამ რეკორდები მოხსნა, თავი „ხალხის ჯიბის დამცველებად“ წარმოაჩინონ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, სახლს ცეცხლი წაუკიდო და შემდეგ წყლის კასრებით დარბოდე და მეხანძრეებს კვამლში ადანაშაულებდე. გახარია და მისი გუნდი მაშინ საზოგადოებას „სიტუაციის კონტროლზე“ უყვებოდნენ ზღაპრებს, რეალურად კი მოსახლეობა ყოველდღიურად იღებდა ისეთ ფასებს, რომ სუპერმარკეტებში ხალხს თვალის ნერვული ტიკი ეწყებოდა. ახლა კი იგივე ადამიანები ეკონომიკის ლექციების კითხვას ცდილობენ მათთვის, ვინც მაინც ცდილობს გაუმკლავდეს გლობალური ინფლაციის, ენერგოკრიზისისა და საერთაშორისო ტურბულენტობის შედეგებს.

ამ ფონზე მოქმედი ხელისუფლება უამრავი პრობლემის ფონზე, ბევრად უფრო პრაგმატულად და გულწრფელად გამოიყურება. პოლიტიკური გასტროლიორებისგან განსხვავებით, დღევანდელი მთავრობა პრობლემას პირდაპირ მაინც აღიარებს, ცდილობს აამოქმედოს ბაზრის კონტროლის მექანიზმები, საუბრობს კარტელურ სქემებზე და ცდილობს მომხმარებელზე ზეწოლის შემცირებას. საბოლოო ჯამში, რამდენად რა გამოუვა - ფინალში ვიმსჯელოთ და მანამდე მათ ჩასაქოლად გამიზნულ ქვებს თავი დავანებოთ. და რაც მთავარია - საქართველოს ეკონომიკა დღესაც ბევრისთვის გამაღიზიანებელ ზრდას აგრძელებს, ბევრის გულების გასახეთქად - ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, სატრანზიტო ფუნქცია ძლიერდება - ამის დაკნინების მიუხედავად, ხოლო ქვეყანა გლობალური არასტაბილურობის პირობებშიც ინარჩუნებს მდგრადობას - რაც განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია ზოგიერთისთვის. ამიტომ გახარიას პარტიის მცდელობა, „ინფლაციასთან მებრძოლების“ როლი მოირგონ, უფრო პოლიტიკურ სტენდაპს ჰგავს - ძალიან ცუდი მეხსიერების მქონე მსახიობებით“, - წერს ქართველიშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778152359

ახალი ამბები

მეტროსადგურ „300 არაგველზე“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. მეტროსადგურ „300 არაგველზე“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ. ადგილზე  სასწრაფო და სამაშველო ჯგუ...

ზოგადი

1778151152

ახალი ამბები

პაატა სალია: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაში აისახა მხოლოდ ერთი მხარის დაუსაბუთებელი განცხადებები, გულისტკივილის საფუძველს წარმოადგენს უსამართლო დამოკიდებულება, რასაც ევროკავშირისგან ვხედავთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მოკლე დროში მომზადებული სქელტანიანი დოკუმენტი ძირითადად დაუსაბუთებელ მოსაზრებებს ეფუძნება. ს...

პაატა სალია

1778150310

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება, ჩვენ ვართ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი

„ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საპარლამენტო დიპლომატიის შესახებ დისკუსიაში, PAM-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და პრეზიდენტების პირველი სამიტის ფარგლებში. სა...

შალვა პაპუაშვილი

1778148345

ახალი ამბები

გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მას პატიმრობა შეეფარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან უერთიერ...

გიორგი უძილაურ

1778146967

ახალი ამბები

კახა კალაძე: მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის წამების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ის კამპანია, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ...

კახა კალაძე