პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 10 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გიორგი კაჭკაჭაშვილმა გიორგი ჯოხაძესთან ერთად სანდრო წივწივაძისგან შეიძინეს და შეინახეს ცეცხლსასროლი იარაღები. აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი იარაღით გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს შეკვეთით და ანგარებით განზრახ მოკლა ლევან ჯანგველაძე და მისი თანმხლები პირის მკვლელობა სცადა.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ მამუკა ბაღდავაძემ იცოდა გელა უძილაურის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, ამასთან, დანამდვილებით იცოდა მისი ადგილსამყოფლის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა. ასევე, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მამუკა ბაღდავაძემ მისცა ცრუ ინფორმაცია, რითაც მართლმსაჯულებას შეუშალა ხელი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძე 2025 წლის 12 აგვისტოს დააკავეს. გიორგი კაჭკაჭაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა), ხოლო მამუკა ბაღდავაძეს 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვა, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოკითხული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიცემით სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი მოტივით, როცა ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გიორგი კაჭკაჭაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778152359

ახალი ამბები

მეტროსადგურ „300 არაგველზე“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. მეტროსადგურ „300 არაგველზე“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ. ადგილზე  სასწრაფო და სამაშველო ჯგუ...

ზოგადი

1778151152

ახალი ამბები

პაატა სალია: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაში აისახა მხოლოდ ერთი მხარის დაუსაბუთებელი განცხადებები, გულისტკივილის საფუძველს წარმოადგენს უსამართლო დამოკიდებულება, რასაც ევროკავშირისგან ვხედავთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მოკლე დროში მომზადებული სქელტანიანი დოკუმენტი ძირითადად დაუსაბუთებელ მოსაზრებებს ეფუძნება. ს...

პაატა სალია

1778150310

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება, ჩვენ ვართ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი

„ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საპარლამენტო დიპლომატიის შესახებ დისკუსიაში, PAM-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და პრეზიდენტების პირველი სამიტის ფარგლებში. სა...

შალვა პაპუაშვილი

1778148345

ახალი ამბები

გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მას პატიმრობა შეეფარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან უერთიერ...

გიორგი უძილაურ

1778146967

ახალი ამბები

კახა კალაძე: მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის წამების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ის კამპანია, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ...

კახა კალაძე