ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება დაავალა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან სამხედროებს დაავალა, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმები გააძლიერონ.
ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონი დაამტკიცებდა ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციას, დრონებით თავდასხმების ზრდის ფონზე.
„ჩვენ „ჰეზბოლასთან“ ომში ვართ. მხოლოდ ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენმა მამაცმა მებრძოლებმა 600-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს. მაგრამ ჩვენ ფეხს გაზის პედლიდან არ ვიღებთ. პირიქით, მე მათ მივეცი მითითება, რომ პედალს კიდევ უფრო ძლიერად დააჭირონ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.
„ჩვენ მათ დავარტყამთ. დიახ, ისინი დრონებით, კიბერტექნოლოგიებით აღჭურვილი დრონებით გვესხმიან თავს და ჩვენ გვყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობს და ამასაც მოვაგვარებთ... მაგრამ ახლა ჩვენგან ეს მოითხოვს დარტყმების გაძლიერებას, ძალის გაზრდას. ჩვენ მათ გადამწყვეტ დარტყმას მივაყენებთ“, - დასძინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
1779732156
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს
„აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! უკვე არაერთი წელია, სიტყვით მოგმართავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლი...
1779731181
ახალი ამბებიმტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვა...
1779729057
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე: არახალია, რომ საქართველოს ბევრი საგარეო მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ხალხია, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს
„ჰადსონის ინსტიტუტის“ ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება ეს არის დარტყმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაკნინება! სხვაგვარად ამას ღალატი ჰქვი...
1779727415
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით
ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში, აგენტურული ქსელი, დამერწმუნეთ, არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ...
1779725673
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: გიორგი კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს, პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა
„გიორგი კანდელაკის სახელსა და გვარს როდესაც იგებს ჩვენი საზოგადოება, ყველას გვახსენდება 2012 წლიდან მისი ქმედებები და საქციელი ევროპარლამენტის დერეფნებში. კაბინეტ-კაბინეტ დარბოდა და ითხოვდა, როგორმე ს...































