გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ რომ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება შეერთებულ შტატებთან, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა ან სურს ევროკავშირში გაერთიანება, უნდა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდეს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა, დაივიწყონ თუ არა ტრადიციები, როგორი იქნება ცხოვრების წესი და ა.შ. თავად ევრობიუროკრატები მიიღებენ.
„რეალურად [ევრობიუროკრატები] გვეუბნებიან, რომ, თუ ევროკავშირში შევალთ, არ გვექნება სუვერენული უფლებები. გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდეს თქვენი ეკონომიკა, დაივიწყოთ ტრადიციები თუ არა, როგორი იქნება თქვენი ცხოვრების წესი და ა.შ., ჩვენ მივიღებთო.
ახლა იმასაც კი გვეუბნებიან, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს - შეერთებულ შტატებს და მისი პრეზიდენტის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას დავუპირისპირდეთ. ის, რომ ევრობიუროკრატიამ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება შეერთებულ შტატებთან და კონფლიქტშია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა ან ჯერჯერობით კიდევ სურს ევროკავშირში გაერთიანება, უნდა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1789112670
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: მარტა კოსი ევრობიუროკრატიის პოზიციას აჟღერებს და გვეუბნება, დაუპირისპირდით რუსებს, ჩინეთს, აშშ-ს, მერე ჩამოგართმევთ ყველა სუვერენულ უფლებას და გაგაწევრიანებთო
„რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა და ერი გადაწყვეტს, რომ გაერთიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში, როდესაც მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე გვეუბნება დაუპირისპირდითო“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“...
1789111886
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი
„თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში...
1789110485
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი...
1789108695
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით
საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეკ...
1789108610
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: მზად ვიქნებით, ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი
„ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი“...































