პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, წარსულში თაღლითობისთვის სამჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს წარმოადგენდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარე, უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში არსებული, 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2026 წლის მაისში ნოტარიუსს წარუდგინეს თითქოსდა საბერძნეთში გაცემული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმადაც დაზარალებული ერთ-ერთ ბრალდებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სრულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მათ შორის განკარგვის უფლებას ანიჭებდა. ყალბი მინდობილობის გამოყენებით ბრალდებულებმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება და ნოტარიუსისა და მარეგისტრირებელი ორგანოს მოტყუებით, დაჩქარებული წესით მიწის ნაკვეთი ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე დაარეგისტრირეს.

უკანონოდ დაუფლებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ წარუდგინეს ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დანაშაულებრივად დაუფლებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ერთი ბრალდებულიდან ჯგუფის სხვა წევრზე უნდა გადასულიყო. თუმცა, გამოძიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, რის გამოც ბრალდებულებმა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე განხორციელება ვერ შეძლეს.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“, „ბ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფისა და იმის მიერ, ვინც სამჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) და 19.194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლებით, დაკავებულია 6 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

საქართველოს პროკურატურა, მსგავსი კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789119107

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ რომ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება შეერთებულ შტატებთან, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა ან სურს ევროკავშირში გაერთიანება, უნდა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კანდიდატმა ქვეყნ...

პარლამენტის დეპუტატი

1789117297

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, სასაცილოა უკვე

„ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე. როდესაც [ევროკავშირის] წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და ს...

შალვა პაპუაშვილი

1789117254

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი თორნიკე რაზმაძის განცხადებაზე: უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის, ეს არის აბსურდი

თორნიკე რაზმაძეს უნდა თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი, - განაცხ...

შალვა პაპუაშვილი

1789115989

ახალი ამბები

თბილისის მერია: 11-დან 14 სექტემბრამდე, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრება Red Bull Soapbox Race), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თ...

 ევროპის მოედან

1789114869

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა - აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს

„2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას“, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი გ...

 მარიამ ქვრივიშვილი