პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ასევე, არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
1789117254
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი თორნიკე რაზმაძის განცხადებაზე: უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის, ეს არის აბსურდი
თორნიკე რაზმაძეს უნდა თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი, - განაცხ...
1789115989
ახალი ამბებითბილისის მერია: 11-დან 14 სექტემბრამდე, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება
საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრება Red Bull Soapbox Race), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თ...
1789114869
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა - აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს
„2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას“, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი გ...
1789114804
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ძალიან კარგია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს ებრძვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პოლიტიკის ინტერესებში შედის
„ძალიან კარგია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს ებრძვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პოლიტიკის ინტერესებში შედის“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ...
1789112670
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: მარტა კოსი ევრობიუროკრატიის პოზიციას აჟღერებს და გვეუბნება, დაუპირისპირდით რუსებს, ჩინეთს, აშშ-ს, მერე ჩამოგართმევთ ყველა სუვერენულ უფლებას და გაგაწევრიანებთო
„რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა და ერი გადაწყვეტს, რომ გაერთიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში, როდესაც მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე გვეუბნება დაუპირისპირდითო“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“...































