პატრიარქი: იოანე ნათლისმცემელი იყო სინანულის დიდი მოძღვარი, დღეს უნდა ვევედროთ მას, რომ სინანული გვასწავლოს, ამის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს
11 სექტემბერი წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ, წირვა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა.
პატრიარქმა ქადაგებისას მორწმუნეებს მიმართ.
„ყველა მართლმადიდებელ ტაძარში არის ხატი დეისუსად წოდებული, რაც ვედრებას ნიშნავს. სადაც გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის ერთ მხარეს დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მეორე მხარეს კი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მოგეხსენებათ, იგი იყო სინანულის დიდი მოძღვარი და პირველად რიგში გვასწავლის სინანულს. და დღეს უნდა ვევედროთ მას, რომ სინანული გვასწავლოს, რომ მისი ლოცვით მოვიპოვოთ ეს დიდი სათნოება. სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა თავისი გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს. აი, სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის მეშვეობით ამზადებდა ადამიანთა გულებს სახარების მისაღებად“, - განაცხადა საქართველოს პატრიარქი.
საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ტრადიციული მარხვით ხვდებიან.
1789117297
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, სასაცილოა უკვე
„ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე. როდესაც [ევროკავშირის] წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და ს...
1789117254
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი თორნიკე რაზმაძის განცხადებაზე: უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის, ეს არის აბსურდი
თორნიკე რაზმაძეს უნდა თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი, - განაცხ...
1789115989
ახალი ამბებითბილისის მერია: 11-დან 14 სექტემბრამდე, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება
საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრება Red Bull Soapbox Race), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თ...
1789114869
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა - აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს
„2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას“, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი გ...
1789114804
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ძალიან კარგია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს ებრძვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პოლიტიკის ინტერესებში შედის
„ძალიან კარგია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს ებრძვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პოლიტიკის ინტერესებში შედის“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ...






























