პაატა სალია: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაში აისახა მხოლოდ ერთი მხარის დაუსაბუთებელი განცხადებები, გულისტკივილის საფუძველს წარმოადგენს უსამართლო დამოკიდებულება, რასაც ევროკავშირისგან ვხედავთ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მოკლე დროში მომზადებული სქელტანიანი დოკუმენტი ძირითადად დაუსაბუთებელ მოსაზრებებს ეფუძნება.
სალიას თქმით, რეალურად, დოკუმენტზე მუშაობდა არა ექსპერტთა ჯგუფი, არამედ ერთი ადამიანი.
პაატა სალიას განცხადებით, ექსპერტმა არ გამოიძია კონკრეტული ფაქტები და არ ასახა დასკვნაში. მისივე განმარტებით, დასკვნაში არ აისახა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
„უშუალოდ ვიყავი ჩართული იმ პროცესში, როდესაც ექსპერტი იყო ჩამოსული საქართველოში და სხვადასხვა უწყებასთან გამართა შეხვედრა. ვკითხე მისი მანდატი, შესაძლებლობები, რა დროის ფარგლებში აპირებდა ამ ყველაფრის გაკეთებას. 2-3 დღეში შექმნილი სქელტანიანი დოკუმენტი, რომელიც ძირითადად მოსაზრებებს ეფუძნება, მგონია, რომ არ არის ის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ შეიძლება, ვწუხდეთ. ბრძანებთ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოთქვამენ წუხილს. ვფიქრობ, წუხილს გამოთქვამენ იმის მიმართ, როგორც არის ეს დოკუმენტი შედგენილი, რა არის და რა არ არის გათვალისწინებული. ექსპერტთა ჯგუფიც არ ერქვა, იყო ექსპერტი და მისი ასისტენტი, სხვა არავინ მუშაობდა ამ დოკუმენტზე, ერთი ადამიანი მუშაობდა, ესეც ხაზგასასმელია.
იუსტიციის სამინისტრომ იმაზე ადრე მიაწოდა დოკუმენტები, ვიდრე გათვალისწინებული იყო. დოკუმენტები ეხებოდა იმ პროგრესს, რაც არის საქართველოში, ეხებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომ მრავალი ის მოვლენა, რომელზეც ადრე იყო განცხადებები, რომ რაღაც ხდებოდა საქართველოში, იგივე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ა.შ., საბოლოო ჯამში, არ აღმოჩნდა სიმართლე, ეს დადასტურდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ.
რომელი კონკრეტული ფაქტი გამოიძია ექსპერტმა, რომელ კონკრეტულ ადამიანს, თუნდაც, თქვენი განმარტებით, დაზარალებულს ესაუბრა და ეს აღმოჩნდა დასკვნაში? ამ საქმეში არ მოხვდა არცერთი ის დოკუმენტი, რომელიც მეორე მხარის პოზიციას ამყარებდა. ვფიქრობ, ასეთი დასკვნის შედგენისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ყველა მხარის მოსაზრება, არამხოლოდ ერთი მხარის განცხადებები და პოლიტიკურ შეფასებას დამსგავსებული რაღაც განმარტებები“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
ამავდროულად, სალიას შეფასებით, გაცემული რეკომენდაციები „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს სცდება.
„დასკვნის სერიოზულობაზე მეტყველებს ისიც, რა რეკომენდაციებია. სიმართლე გითხრათ, დასკვნის კრიტიკისგან თავს შევიკავებდი, თუმცა რეკომენდაციები, რაც, საბოლოო ჯამში, დასკვნად გასცა, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს ყველანაირად სცდება. ასეთ რეკომენდაციებს რომ გასცემს ეს დასკვნა, სწორედ ამიტომ არის არასერიოზული, სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ მისი კრიტიკა. ექსპერტმა დასკვნით ნაწილში რეკომენდაციების სახით დაწერა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა სტრასბურგის სასამართლოში უჩივლონ საქართველოს, სახელმწიფოებს შორის დავა დაიწყოს. წარმოუდგენელია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლონ საქართველოს. არცერთ იურიდიულ ლოგიკაში არ ჯდება, შეგიძლიათ, ნებისმიერ კვალიფიციურ იურისტთან გადაამოწმოთ“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
რაც შეეხება კითხვას, – „არსებობს ბევრი მტკიცებულება, როგორ ძალადობდნენ სპეცრაზმელები მომიტინგეებზე, ამას ხომ ვერ დამალავთ?“ – პაატა სალიამ უპასუხა:„ასევე არსებობს უამრავი მტკიცებულება, როგორ დაზარალდნენ სპეცრაზმელები, პოლიციელები და ძალადობა იყო ორივე მხრიდან გარკვეულ ეტაპზე, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ორივე მხრიდან უნდა იყოს გამოძიებული. ამ შემთხვევაში არ ყოფილა ცალმხრივად რაიმე ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან, იყო ერთეული შემთხვევები, სულ რამდენიმე შემთხვევა. ბევრი მსჯელობა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდათ სპეცრაზმის წარმომადგენლებს და გადაწყდა, მომავალში ამ მიმართულებით ცვლილებები განხორციელდეს“.
პაატა სალია ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ არის უსამართლო დამოკიდებულება და საქართველოს აღებული ვალდებულებებისგან არ გადაუხვევია.
„ჩვენთვის პრობლემას, უფრო სწორად, გულისტკივილის საფუძველს წარმოადგენს ის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკავშირისგან. საქართველოს არ გადაუხვევია აღებული ვალდებულებებისგან, ამას პირნათლად ვასრულებთ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თავის ნაწილში ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული. არსებობს შესაბამისი გეგმა-გრაფიკი და გაწერილ ვადებში ყველა ეს ვალდებულება შესრულდება. სამწუხაროა ის, რომ დამოკიდებულება შეიცვალა სხვა გარემოებების გამო, ამაზე ახლა აღარ ვისაუბრებ. ამ წლების განმავლობაში ბევრი საუბარი იყო ევროკავშირის მხრიდან და ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას.
გითხარით ჩემი გულისტკივილი, იმავე „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნასთან დაკავშირებით, სადაც აისახა მხოლოდ ერთი მხარის განცხადებები, ხშირ შემთხვევაში – დაუსაბუთებელი და არ აისახა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რაზეც მათივე მხრიდან იყო მოთხოვნა. წარვუდგინეთ იმაზე ადრე, ვიდრე ითხოვდნენ, თუმცა არცერთი ეს დოკუმენტი დასკვნაში არ მოხვდა. არ აჩენს კითხვებს, რატომ არ ხვდება მათ მიერვე მოთხოვნილი დოკუმენტები დასკვნაში? არ აჩენს კითხვებს, რატომ არის დასკვნა ძირითადად რაღაც პოლიტიკურ განცხადებებზე, გადაუმოწმებელ ფაქტებზე დამყარებული? გეკითხათ იმ ქალბატონის მიმართ, ვინც ეს დასკვნა დაწერა, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი დაახლოებით 150-გვერდიანი ინფორმაცია, მტკიცებულებები? შეგიძლიათ, წერილობით გაუგზავნოთ კითხვა, იქნებ მოგწერონ და შემდეგ ჩვენც გაგვაგებინეთ“, – განუცხადა პაატა სალიამ ჟურნალისტებს.
1778150310
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება, ჩვენ ვართ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი
„ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საპარლამენტო დიპლომატიის შესახებ დისკუსიაში, PAM-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და პრეზიდენტების პირველი სამიტის ფარგლებში. სა...
1778148345
ახალი ამბებიგიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მას პატიმრობა შეეფარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან უერთიერ...
1778146967
ახალი ამბებიკახა კალაძე: მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის წამების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ის კამპანია, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ...
1778146382
ახალი ამბებიკახა კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს
თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმეს მედიასთან გამოეხმაურა. მანვე აღნიშნა, რომ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმ...
1778144219
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: უეჭველი „კრემლის დაკვეთით“ შეთხზულ სტატიაში აღნიშნულია, რომ უმეროვი შეიძლება გახდეს ზელენსკის იძულების სიმბოლო, საკუთარი ძალაუფლების დასაცავად გაწიროს თავისივე გუნდის ერთგული და სანდო პირები
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მორიგ კორუფციულ გარიგებაში...































