კახა კალაძე: მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის წამების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ის კამპანია, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არარსებულ ფაქტებზეა დაფუძნებული.

ამის შესახებ მან ეუთოს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან და მასში დასახელებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოვიგეთ არჩევნები, მოვედით ხელისუფლებაში და იმ დღიდან მოყოლებული არანაირი მტკიცებულებები, ფაქტები არ არსებობს ადამიანის წამების. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის სიცრუით, ტყუილით გაჯერებული და არარსებულ ფაქტებზე დაფუძნებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მოქმედი ხელისუფლებისთვის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, რომლის საწინააღმდეგო არაერთი განცხადება მასაც გაუკეთებია.

„ძალადობა და წამება სხვადასხვა რამეა. ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის. ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, მათ შორის მე, როგორც პოლიტიკოსმა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, თქვენგან განსხვავებით, რომლებიც ახალისებდით ძალადობას, ტაშ-ფანდური გქონდათ გამართული. მაგალითად, როდესაც ელისაშვილი თავს დაესხა მამუკა მდინარაძეს, რა კომენტარებს აკეთებდით, თქვენს გადაცემებში რა განმარტებები კეთდებოდა. ახალისებდით, ხელს უწყობდით ამ ყველაფერს. მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778141352

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, მათი პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა

მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან რეგიონულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელიც მათ შორის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია და ზოგადად, რეგიონისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯ...

შალვა პაპუაშვილი

1778140453

ახალი ამბები

საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორ...

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა

1778139822

ახალი ამბები

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული...

გამოცდები - გამოცდები

1778138587

ახალი ამბები

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღება 18 მაისიდან დაიწყება

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 18 მაისიდან დაიწყებს. განაცხადების მიღება 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდებ...

მასწავლებლის ეროვნული პრემია

1778137275

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1990 წელსდაბადებუ...

დაკავებულია ერთი პირი