შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება, ჩვენ ვართ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი

„ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საპარლამენტო დიპლომატიის შესახებ დისკუსიაში, PAM-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და პრეზიდენტების პირველი სამიტის ფარგლებში. საქართველოს ისტორიული კავშირები ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან ათასწლეულებს ითვლის და მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას მას შემდეგ, რაც 35 წლის წინ ოფიციალურად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება.

მისი თქმით, საზოგადოება არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი, რაც საგანგაშო პროცესია და ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოებს შორის სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ნდობის საფუძვლებს.

„განსაკუთრებული პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა PABSEC-ის პრეზიდენტის პოზიციიდან, რაც მაძლევს შესაძლებლობას, გავაჟღერო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პარლამენტარების ხმა. დღესდღეობით ჩვენი რეგიონი მსოფლიო არასტაბილურობის ეპიცენტრშია - მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც უკვე ოთხ წელზე მეტხანს გრძელდება.

როგორ შეუძლია საპარლამენტო დიპლომატიას, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობასა და რეგიონთაშორის თანამშრომლობას? მაშინ, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ ახერხებენ შედეგების მიღწევას, რეგიონულ ფორმატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, უკეთესობისკენ შეცვალონ რეალობა: ჩვენ გვაერთიანებს საერთო პრაგმატული ინტერესები, რომლებიც უშუალოდ ჩვენი მოსახლეობის მიერ არის ჩვენზე დელეგირებული, რადგან პარლამენტები პირდაპირ გამოხატავენ ხალხის ნებას.

შესაბამისად, რეგიონული გაერთიანებები ქმნიან ჩარჩოს, რომლის საშუალებითაც მეზობელ ქვეყნებს შეუძლიათ, აწარმოონ დიალოგი, განიხილონ საერთო გამოწვევები და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს მიაღწიონ. ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და ყურის რეგიონები ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეებია, სადაც გაძლიერებულ თანამშრომლობას შეუძლია ხელშესახები შედეგების მოტანა. გაძლიერებული საპარლამენტო გაცვლები შესაძლოა, სტაბილურობის, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების ხიდად იქცეს. ეს კავშირები მშვიდობას დამატებით შანსებს მისცემს.

რეგიონთაშორისი თანამშრომლობის რომელი მთავარი მიმართულებები შეგვიძლია გამოვყოთ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად?

დაკავშირებადობა ამ თანამშრომლობაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტების, მათ შორის შუა დერეფნის, განვითარება ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ახლებურად აყალიბებს. ეს დერეფნები თანამშრომლობის არხებია, რომლებიც ჩვენს რეგიონებს აახლოებს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების მოწყვლადობას ამცირებს.

დაკავშირებადობის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, რომელიც ჩვენი საერთო მომავლისთვის გადამწყვეტ თემად იქცა. ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაცია აუცილებელია სტაბილურობისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ევროპისთვის. ალტერნატიულ ენერგორესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე თანამშრომლობის გაძლიერებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ ზრდას და უფრო უსაფრთხო და მდგრად ენერგეტიკულ გარემოს შევქმნით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778151152

ახალი ამბები

პაატა სალია: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაში აისახა მხოლოდ ერთი მხარის დაუსაბუთებელი განცხადებები, გულისტკივილის საფუძველს წარმოადგენს უსამართლო დამოკიდებულება, რასაც ევროკავშირისგან ვხედავთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მოკლე დროში მომზადებული სქელტანიანი დოკუმენტი ძირითადად დაუსაბუთებელ მოსაზრებებს ეფუძნება. ს...

პაატა სალია

1778148345

ახალი ამბები

გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მას პატიმრობა შეეფარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან უერთიერ...

გიორგი უძილაურ

1778146967

ახალი ამბები

კახა კალაძე: მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის წამების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ის კამპანია, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ...

კახა კალაძე

1778146382

ახალი ამბები

კახა კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს

თბილისის მერი კახა კალაძე  4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმეს მედიასთან გამოეხმაურა. მანვე აღნიშნა, რომ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმ...

კახა კალაძე

1778144219

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: უეჭველი „კრემლის დაკვეთით“ შეთხზულ სტატიაში აღნიშნულია, რომ უმეროვი შეიძლება გახდეს ზელენსკის იძულების სიმბოლო, საკუთარი ძალაუფლების დასაცავად გაწიროს თავისივე გუნდის ერთგული და სანდო პირები

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მორიგ კორუფციულ გარიგებაში...

დავით ქართველიშვილი