პოლიციელმა პოლიციელი არაფხიზელ მდგომარეობაში მოკლა - სუსი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ, პოლიციელ ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბრალდებული გიორგი მღებრიშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მის ხელთ არსებული იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

შემთხვევა 8 იანვარს, ღამით მოხდა. საგამოძიებოს ინფორმაციით, სახლში იმყოფებოდნენ თავად გიორგი მღებრიშვილი და მისი მეგობრები - შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - ა. შ. და დ.ლ.

"არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.მ. იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებლად და სტუმრების მიმართ გახდა აგრესიული, რა დროსაც გ. მ.-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ა. შ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. შ. ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული დაკავებული იქნა ადგილზე გამოძახებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.

ვინაიდან ბრალდებული გ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა, საქმე გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა"- ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

"საქმეზე ჩატარებული იქნა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; ამოღებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: დანაშაულის იარაღი, ვაზნები, მასრები, ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, პირადი ნივთები და სხვა; აღებული იქნა ბიოლოგიური მასალის და სხვადასხვა სახის საკვლევი ნიმუშები; ამოღებულ საგნებზე დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, ხოლო გარდაცვლილის გვამზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოიკითხა შემთხვევის შემსწრე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები; გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციებზე ჩატარდა დათვალიერება და მიმდინარეობს საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოკამერების შესწავლა; სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად"- აცხადებენ უწყებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790272371

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე

„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასების...

ირაკლი ნადარეიშვილი

1790269754

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ზარქუა აღნიშნავს, ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ, მისი სახელით აბსურდული...

ირაკლი ზარქუა

1790268589

ახალი ამბები

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი თქვა ცრუ დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა აშკარა დაღუპვამდე მიჰყავდა

„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთ...

თამარ ჩიბურდანიძე:

1790265167

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველ...

 მარიამ ქვრივიშვილი

1790264283

ახალი ამბები

საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება

სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კ...

ფრინველის გრიპი