მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
როგორც მან აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში საუბარი შედგა, ზოგადად, იმ გეგმაზე და ხედვაზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის შემდგომ განვითარებაზე.
„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ტრანსპორტის მინისტრთან, კომერციის მინისტრის მოადგილესთან, ადგილობრივ უმსხვილეს კორპორაციებთან და კომპანიებთან ტრანსპორტის, გადაზიდვების, პორტის ოპერირების, ისევე როგორც ენერგეტიკის სექტორში. ვიზიტის მსვლელობისას ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.
1790257350
ახალი ამბებირუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - გათვალისწინებულია ყველა გადასასვლელის მოპირკეთდება
თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად რუსთველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ვიდეოჩართვისას განა...
1790257041
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის
დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩასწვდებიან ქართულ კულტურას, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში პარლამენტ...
1790256557
ახალი ამბებილევან მახაშვილი: გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება მიგაჩნდეს, ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა, საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას
„ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას, ორივე ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები იყო მეგობრული, საქმიანი და შინაარსიანი“, – ამის შესახებ პ...
1790256412
საზოგადოებალევან მახაშვილი: ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა - ობიექტური შეფასების და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ვიზიტის ფ...
1790256392
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა, ჩვენგან ადეკვატური და არგუმენტირებული პასუხები მოისმინეს
„ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეხ...





























