გივი მიქანაძე: სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რაიმე სხვა შენობის აშენება იგეგმება - ეს არის ტყუილი და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით

„სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რაიმე სხვა შენობის აშენება იგეგმება - ეს არის ტყუილი და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, იქნება ეს 21-ე საჯარო სკოლა თუ სხვა, იმ ადგილზე კვლავ აშენდება სკოლა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.

 

ვერავინ დამისახელებს ერთ პრეცედენტსაც კი, რომ ბოლო წლებში რომელიმე ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი მოხდა და იმის ნაცვლად, სკოლის გარდა, რაიმე სხვა აშენდა. არ არსებობს ასეთი რამ“, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 21-ე საჯარო სკოლის მშობლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ იმსჯელა, თუ რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რომ სასწავლო პროცესი დროებით, დასწრებით ფორმატში აღდგეს.

„კომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს ის სამუშაოები, რომელიც შესაძლებელს გახდის 21-ე საჯარო სკოლაში აღდგეს სწავლა-სწავლების პროცესი.

 

ჩვენი სამინისტროს შესაბამისი წერილი და მიმართვა გაიგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმ თხოვნით, რომ ეს სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე ვადებში განხორციელდეს.

 

დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, შევხვდით 21-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მშობლებს, პედაგოგებს და განვუმარტეთ, თუ რა პროცესები წარიმართა, რა აქტივობები განვახორციელეთ, რა გადაწყვეტილებამდე მივედით და ახლა რა ნაბიჯებს ვდგამთ.

 

ჩვენ ყველანაირად შევეცდებით სასწავლო წლის ბოლომდე მივიყვანოთ სწავლა-სწავლების პროცესი და ზაფხულიდან კონკრეტული სამუშაოები აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. ამაზე დღეს გვქონდა ძალიან ღია და გახსნილი საუბარი. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, მოვისმინეთ მშობლების პოზიციები და ჩვენც დეტალურად გავაცანით მიღებული დასკვნები.

 

ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, არაფერი გვაქვს დასამალი საზოგადოებისგან და მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს ბავშვებს, პედაგოგებს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათი სწავლის გაგრძელებას.

 

განხილვების შედეგად მშობლების მხრიდან დაისვა საკითხი და გაჟღერდა თხოვნა, რომ იქნებ ორშაბათიდან განახლდეს სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მშობლებთან, პედაგოგებთან, დირექტორთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობასთან, მშენებლებთან და ექსპერტებთან ერთად, ესტუმრა სკოლას და დაათვალიერა შენობის დაზიანებები.

 

შესაბამისად, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განისაზღვროს, თუ რა პერიოდი შეიძლება დასჭირდეს იმ პროცესებს, რაც დროებით მოგვცემს იმ ხარვეზების აღმოფხვრისა და სასწავლო პროცესის გაგრძელების ამასთანავე, რამდენად შესაძლებელია სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელი სამუშაოების განხორციელების პარალელურად გაგრძელდეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790265167

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველ...

 მარიამ ქვრივიშვილი

1790264283

ახალი ამბები

საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება

სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კ...

ფრინველის გრიპი

1790262079

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: შევეცდებით, ორმხრივი ურთიერთობიდან დავარწმუნოთ ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ სამართლიან მოპყრობას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

„მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტი გაიმართა, შესაძლებლობა გვქონდა, რომ ერთდროულად მოგვენახულებინა ბელგია და ლუქსემბურგი, ჩვენს კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვედროდით, საშუალება გვქონდა იმ წუხ...

შალვა პაპუაშვილი

1790260069

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება

„საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიურო...

არჩილ გორდულაძე

1790258859

ახალი ამბები

თემურ დადიანი ჰენრი ვორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, პარალიმპიელსა და „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მონაწილეს თემურ დადიანს, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ (Invictus Spirit A...

თემურ დადიანი