გიორგი კახიანი: ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ, ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებში, რომელიც გვაქვს, ამას ამბობენ
„ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებში, რომელიც გვაქვს, ამას ამბობენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა ჰკითხა, რა იქნება გარდამტეხი, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის აღდგენაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
„როდესაც ვამბობთ იმას, რომ პროცესი დაიძრა და ურთიერთობები უნდა განახლდეს ევროკავშირთან, ეს ყველაფერი მათი მხრიდან არის დაზიანებული, მათი უსამართლო დამოკიდებულების გამო. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი [ურთიერთობების აღდგენა] ერთ, ან ორ დღეში მოხდება. ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებში, რომელიც გვაქვს, ამას ამბობენ. დიალოგის აღდგენა მხოლოდ ჩვენი ინტერესი კი არ არის, ბოლო პერიოდში რეგიონსა და რეგიონს გარეთ საომარი დაპირისპირებების გამო, საქართველოს როლი დაკავშირებადობის თვალსაზრისით კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც ევროკავშირის წარმომადგენლები ათვითცნობიერებენ. მათი ინტერესი ხდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.
ის სრულიად გაუაზრებელი და უსამართლო პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ, თავადაც კარგად ხედავენ, რომ არაფრის მომცემია, ამიტომ დროთა განმავლობაში ეს შეიცვლება და პროცესი არის დაძრული. არაერთხელ გავაკეთეთ განაცხადი, რომ დიალოგი და ურთიერთობა უნდა იყოს აგებული ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც ადრეც გვითქვამს, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია. 2 წელი გავიდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ და რა შედეგი მიიღო ასეთმა პოლიტიკამ?!“, - აღნიშნა კახიანმა.
1790268589
ახალი ამბებითამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი თქვა ცრუ დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა აშკარა დაღუპვამდე მიჰყავდა
„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთ...
1790265167
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველ...
1790264283
ახალი ამბებისაქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება
სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კ...
1790262079
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: შევეცდებით, ორმხრივი ურთიერთობიდან დავარწმუნოთ ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ სამართლიან მოპყრობას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს
„მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტი გაიმართა, შესაძლებლობა გვქონდა, რომ ერთდროულად მოგვენახულებინა ბელგია და ლუქსემბურგი, ჩვენს კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვედროდით, საშუალება გვქონდა იმ წუხ...
1790260069
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება
„საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიურო...































