თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი თქვა ცრუ დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა აშკარა დაღუპვამდე მიჰყავდა
„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში - ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისი თქმით, ევროპის ქალაქებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებაში მოდიან ულტრამემარჯვენე ძალები, რაც ძალიან საშიშია.
„თუ რა შეიძლება დამართონ ულტრამემარჯვენეებმა ევროპას, ეს ისტორიულად უკვე ცნობილია“, - აღნიშნა მან.
„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში - ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში და ეს ძალები პოლიტიკაში საშიშია. როდესაც ულტრალიბერალიზმი აღწევს პიკს, მას წინააღმდეგობას უწევს მხოლოდ ულტრამემარჯვენე ძალა და არა მემარჯვენეები. თუ რა შეიძლება დამართონ ულტრამემარჯვენეებმა ევროპას, ეს ისტორიულად უკვე ცნობილია. ცუდი რყევები იქნება ევროპაში იმიტომ, რომ ულტრამემარჯვენეებისთვის მიუღებელია მიგრანტები. ისინი ღიად აცხადებენ, რომ გავყრით ყველას, თუნდაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენო. ეს გამოიწვევს სერიოზულ დაპირისპირებებს და რევოლუციებს, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს სიტუაცია. ულტრალიბერალიზმი - საერთოდ, ყველაფერი „ულტრა“ - იწვევს უკურეაქციას ქვეყანაში და ნგრევას. სწორედ დღევანდელმა ლიდერებმა მიიყვანეს ამ უკიდურეს მდგომარეობამდე ევროკავშირი, რომელიც ნამდვილად ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი იყო; დღეს კი მან დაკარგა ეს ღირებულებები. ევროპელი ლიდერებისგან შეიძლება ცოტა ხანს კიდევ ვისმინოთ საქართველოს მისამართით კრიტიკული განცხადებები, მაგრამ მათ ჩვენზე კარგად იციან, თუ რა დონეზე სჭირდებათ საქართველო. საქართველოს ყველა მოქალაქე ხვდება, რომ საქართველოს ზურგი არ შეუქცევია ევროპისა და დასავლეთისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო ცრუ დემოკრატია და უარი თქვა იმ გზაზე, საითკენაც მიათრევდნენ მას დღევანდელი ევროკავშირის ლიდერები - ეს იყო გარდაუვალი ომი და ჩვენი ქვეყნის დაღუპვა“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
1790258602
ახალი ამბებისაქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - „შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია“
საქართველოს საპატრიარქო ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს....
1790257350
ახალი ამბებირუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - გათვალისწინებულია ყველა გადასასვლელის მოპირკეთდება
თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად რუსთველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ვიდეოჩართვისას განა...
1790257041
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის
დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩასწვდებიან ქართულ კულტურას, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში პარლამენტ...
1790256557
ახალი ამბებილევან მახაშვილი: გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება მიგაჩნდეს, ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა, საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას
„ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას, ორივე ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები იყო მეგობრული, საქმიანი და შინაარსიანი“, – ამის შესახებ პ...
1790256412
საზოგადოებალევან მახაშვილი: ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა - ობიექტური შეფასების და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ვიზიტის ფ...





























