არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ-ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხმამაღლა საუბარი, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო
„ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ-ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხმამაღლა საუბარი, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტების შეჯამებისას.
იგი ასევე აღნიშნულით ლევან მახაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია და რომ იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დაიწყო.
„ჩვენ ვართ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებების ერთგული. ამავდროულად, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველას ინტერესს, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს ინტერესებთან. ჩვენ გვინდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც არის უზრუნველყოფილი მშვიდობა, რაც არის გარანტია ეკონომიკური წინსვლის; სამართლებრივი სახელმწიფო, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. რასაც ვითხოვთ, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და მისი უდიდებულესობა, ქართველი ხალხის ნების პატივისცემა.
ხშირად ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ასეთი პატივისცემა არ არის-ხოლმე გამოხატული და პირიქით, მიზანმიმართული თავდასხმაა ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილზე. ბატონი ლევანის მხრიდან ფრთხილი ოპტიმიზმიც ამიტომ იყო გამოთქმული. ჩვენ არ ვცხოვრობთ თეთრსა და შავ სამყაროში და ასეთი ვითარება არ არსებობს, მით უმეტეს, გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება. ჩვენ რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, ეს არის ვილაპარაკოთ სიმართლე“, - აღნიშნა გორდულაძემ.
1790260069
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება
„საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიურო...
1790258859
ახალი ამბებითემურ დადიანი ჰენრი ვორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, პარალიმპიელსა და „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მონაწილეს თემურ დადიანს, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ (Invictus Spirit A...
1790258602
ახალი ამბებისაქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - „შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია“
საქართველოს საპატრიარქო ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს....
1790257350
ახალი ამბებირუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - გათვალისწინებულია ყველა გადასასვლელის მოპირკეთდება
თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად რუსთველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ვიდეოჩართვისას განა...
1790257041
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის
დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩასწვდებიან ქართულ კულტურას, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში პარლამენტ...






























