პრემიერი: ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მზარდი მაჩვენებლები, ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები, ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო

„ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მუდმივად მზარდი მაჩვენებლები, გვაქვს ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი, მუდმივი მზარდი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები და ა.შ. ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაიხვეწა ქონების მართვის პრაქტიკა, პრივატიზაციის პრაქტიკა, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი წესით ქონების პრივატიზაციის პრაქტიკა, რაც კორუფციის პოტენციური წყაროც იყო და ამცირებდა სახელმწიფოს ბიუჯეტის შემოსავლებს.

„ახლა მთლიანად ჩაკეტილია ეს პრაქტიკა, შესაბამისად, ამის შედეგიც არის ის, რომ ჩვენი პრივატიზაციის გეგმა გასული ორი წლის განმავლობაში გადაჭარბებით სრულდება. საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი რამ კეთდება. ყველა მიმართულებით გვაქვს ახალი ინიციატივები, ამისათვის მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მადლობა ასევე ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს. ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ფისკალური დისციპლინა, ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ზოგადად წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, ამაში ფინანსთა მინისტრის როლი არის განსაკუთრებული და მადლობა მას ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794810727

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონ...

დაკავება - დაკავებნა

1794809814

ახალი ამბები

საგარეო უწყება: ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს შესაბამის დონზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს

16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში საქართვ...

საგარეო

1794807152

ახალი ამბები

გია ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ

„ამ პერიოდმა აჩვენა ის, რომ ინტენსიური, გააფთრებული მხარდაჭერის მიუხედავად, სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულებ...

გია ვოლსკი

1794805260

ახალი ამბები

ზურაბ რურუა: ვფიქრობ, სარჩელი დახუნძლულია ფაქტებით, არგუმენტებით და იმედი მაქვს, გადაწყვეტილება იქნება ჩვენ სასარგებლოდ

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 5 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვა გრძელდება. პროცესი ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, მ...

ზუკა რურუა

1794804331

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

16 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...

ამინდი ამინდი